კანადური სტარტაპი კრიპტოვალუტების გასაყიდად ბანკომატების (ATM) ფუნქციურ განახლებას აპირებს

Home » სიახლეები » კანადური სტარტაპი კრიპტოვალუტების გასაყიდად ბანკომატების (ATM) ფუნქციურ განახლებას აპირებს
08/07/2019
კანადური სტარტაპი კრიპტოვალუტების გასაყიდად ბანკომატების (ATM) ფუნქციურ განახლებას აპირებს

3 ივლისს გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, კანადურმა კრიპტო ბირჟა Coinsquare-მა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შეისყიდა, რომელიც ტრადიციულ ბანკომატებს (ATM) კრიპტოვალუტების (როგორიცაა ბიტკოინი(BTC)) გაყიდვის საშუალებას მისცემს. კერძოდ, Coinsquare-მა განახორციელა საკონტორლო ინვესტიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპში (Just Cash), რომლებმაც შექმნეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რისი  მეშვეობითაც ტრადიციული ბანკომატებიდან შესაძლებელი იქნება კრიპტოვალუტების შესყიდვა დამატებითი პროგრამებისა და მობილური აპლიკაციების გარეშე. გამოუმჟღავნებელი რაოდენობის ინვესტიციის კვალდაკვალ, Just Cash-ის გუნდი შეუერთდება კანადურ ბირჟას და მისი სახელის ქვეშ იფუნქციონირებს. Coinsquare-ის აღმასრულებელი დირექტორი Cole Diamond-ი აცხადებს, რომ კომპანიის ახალი ინიციატივა ასახავს მათ  მისიას, რომელიც ხელს უწყობს კრიპტო ინდუსტრიის განვითარებას. Diamond-ის მიხედვით, ბანკომატების მეშვეობით კრიპტოვალუტების შეძენა ხელს შეუწყობს კრიპტო ინდუსტრიის ფართო მასებზე გავრცელებას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეს-რელიზში არ არის დაკონკრეტებული თუ რამდენი ბანკომატი ექვემდებარება კრიპტო განახლებას, სტარტაპს უკვე შეუძლია მსოფლიოში არსებულ მილიონობით ბანკომატს შესთავაზოს კრიპტო ფუნქციებით განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნული სიახლე ემთხვევა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომლის მიხედვითაც, კანადის ქალაქ ვანკუვერში განიხილება ბიტკოინისთვის სპეციალიზირებული ბანკომატების (BTMs) აკრძალვა ფულის გათეთრების მაღალი რისკის არსებობის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წლის დასაწყისში, Coinsquare-მა გამოაცხადა საკუთარი სტაბილური მონეტის გამოშვება, რომელიც კანადური დოლარით იქნება გამაგრებული. ასევე, 2018 წლის ბოლოს კომპანიამ გააფართოვა თავის ბიზნესი 25 ვროპულ ქვეყანაში, მანამ სანამ 2019 წელს იგი გაათავისულფებდა თანამშრომლების დაახლოებით 30%-ს.

Cointelegraph-ის განცხადებით, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ბიტკოინისთვის სპეციალიზირებული ბანკომატების (BTMs) საერთო რაოდენობა 90 ქვეყანაში 5,000 ერთეულს შეადგენს.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/canadian-startup-wants-to-upgrade-millions-of-atms-to-sell-bitcoin

© 2020 MyCoins.ge all rights reserved