კარდანოს (ADA) ყიდვის დროა, თუ ჯერ ადრეა?

Home » ბიტკოინი » კარდანოს (ADA) ყიდვის დროა, თუ ჯერ ადრეა?
11/04/2022
კარდანოს (ADA) ყიდვის დროა, თუ ჯერ ადრეა?

არაოფიციალური ინფორმაციით, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა, ფიუჩერსების კონტრაქტების სიაში მალე ორ პოპულარულ ციფრულ ვალუტას – კარდანოს (Ada) და სოლანას დაამატებს. ეს ამ ორი ვალუტის კიდევ ერთი დიდი აღიარება იქნება, რაც მათი ვაჭრობის საქმეში, დიდ ინვესტორებს მიიზიდავს.

ამჟამად კარდანოსთან (ADA) დაკავშირებით, ერთგვარი პატური სიტუაციაა შექმნილი. მის მფლობელთა უმეტესობა წაგებაშია. საქმე ისაა, რომ ADA-ს ფასის ზრდის კვალად, მას სულ უფრო მეტი ინდივიდუალური ტრეიდერი ყიდულობდა, რომლებსაც ბაზარზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და ალბათ არ იციან, რომ მზარდი ფასის დროს, აქტივის შესყიდვა შეიძლება დროთა განმავლობაში წამგებიანი გახდეს. მითუმეტეს, როცა ლაპარაკია აქტივზე, რომელსაც მოვაჭრე შესანახად ყიდულობს, რათა კიდევ უფრო მომგებიან ფასში გაყიდოს.

საჭიროა ყიდვა მაშინ, როდესაც აქტივის ფასი დაწეულია და გაყიდვა – როცა ფასი მაღალია. კარდანოს (Ada) შემთხვევაში კი, მეტწილად პირიქით მოხდა. ამის გამო: მფლობელთა დაახლოებით 66 პროცენტი ამჟამად წაგებაშია. დაახლოებით 25 პროცენტისთვის ADA-ს (მეტნაკლები) მოგება მოაქვს, დარჩენილი 9 პროცენტისთვის კი აქტივი არც მომგებიანია, არც წამგებიანი.

ამ სიტუაციაში, ახალი მყიდველები ADA-ს ყიდვას არ ჩქარობენ, მათი ნაწილი კი, ვინც წაგებაშია, ან გაძვირებას დაელოდება, ან გაყიდის (და იზარალებს), თუ ფასი დაწევას გააგრძელებს. ახლახანს ADA-ს ფასი 0.80 დოლარამდე იყო დაწეული, რა დროსაც მყიდველთა რიგებში აქტიურობა გაიზარდა. მაგრამ ხანმოკლე ზრდის შემდეგ, აქტივობამ იკლო და ფასიც დაბლა დაეშვა. შეიძლება ითქვას, რომ გასული ერთი თვე, მოკლევადიანი ტრეიდერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იყო. მსხვილი ინვესტორები კი შესაძლოა, კვლავაც უფრო ხელსაყრელ მომენტს ელიან. ეს მომენტი შეიძლება ფასის იმავე 0.80 დოლარამდე ან უფრო მეტად დაცემისას დადგეს.

„კარდანოს“ მიმდინარე წელს რამდენიმე განახლება აქვს დაგეგმილი, რაც ADA-ს ფუნდამენტური თვალსაზრისით, კარგ ფონს შეუქმნის. მაგრამ უკრაინში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, რისკიან აქტივებზე მოთხოვნას ამცირებს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერ ბაზარზე ძლიერ ზემოქმედებს. ესაა ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესის დაწყება. ცენტრალური ბანკი მიანიშნებს, რომ წელს თავის თითქმის ყველა სხდომაზე, დოლარზე განაკვეთის აწევას აპირებს. მაგრამ რამდენად მკვეთრი იქნება ზრდა, ამჟამად სწორედ ესაა ინვესტორებისთვის მთავარი საკითხი. თუ პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართა, ეს დოლარის გამყარებას გამოიწვევს, რასაც რისკიან აქტივებზე (მათ შორის, კრიპტო ვალუტებზეც) მოთხოვნის შემცირება მოჰყვება.

ეს გარემოება, იმ მსხვილ ინვესტორებს, რომლებიც ADA-ს კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასს ელიან, იმის იმედს აძლევს, რომ მათი ინტერესი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება. მერე კი, დიდი ალბათობით, ზრდა დაიწყება და წაგებაში მყოფი მცირე ტრეიდერებიც თანდათან სულს მოითქვამენ…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved