კასპაროვი – დაღმავალი ბაზარი? მერე რა…

Home » არაკატეგორიზირებული » კასპაროვი – დაღმავალი ბაზარი? მერე რა…
04/07/2022
კასპაროვი – დაღმავალი ბაზარი? მერე რა…

ჭადრაკის ლეგენდა გარი კასპაროვი ბიტკოინის (BTC) დიდი ენთუზიასტია. და სულაც არ დარდობს იმის გამო, რომ კრიპტო ბაზარი და მათ შორის ბიტკოინი (BTC), ამჟამად დაღმავალ ტრენდშია. ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის თავმჯდომარეს მცირედითაც არ აშფოთებს კრიპტოების ფასების ვარდნა და ამბობს, რომ ეს ბაზრისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

კასპაროვის აზრით, კრიპტო ვალუტების 99 პროცენტი ნაგავია. მაგრამ თვლის, რომ ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (ETH) უკვე ინტეგრირებულია ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე და ამის გამო, გაცილებით სანდო აქტივებია.

„დღეს შეიძლება მათი ფასი მკვეთრად ეცემა. მერე რა? სულ ასე არ იქნება და ისინი ზრდას დაიწყებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ინტეგრირებულია ფინანსურ სისტემაში. ასეთია აქციების ფასებიც. ხალხი მათზე ტონობით ფულს აკეთებს და მერე ზოგი მათგანი ბევრს კარგავს. ამჟამად, შესაძლოა ეს აღიარებული არაა, მაგრამ ბიტკოინი (BTC) და ეთერიუმი (ETH), ასევე სხვა მათთან დაკავშირებული ვალუტები, ბაზრებზე უკვე დამკვიდრდა“, – ამბობს კასპაროვი.

„კოინტელეგრაფთან“ საუბრისას, ის ასევე შეეხო არა გაცვლად ნიშნებს/ტოკენებს (NFT). კასპაროვის აზრით, NFT აუცილებლად „დაბრუნდება“, როდესაც მსოფლიო უფრო მეტად გაციფრულდება. მისი აზრით, რაც უფრო იმატებს ციფრული ტრანზაქციების მოცულობა, NFT-ზე მოთხოვნაც გაიზრდება.

ჭადრაკის დიდოსტატმა დეკემბერში საკუთარი NFT-ს კოლექცია გამოუშვა. ის ამბობს, რომ ეს მისთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელიც საშუალებას აძლევს გაიგოს, როგორ მუშაობს ეს ფენომენი.

„ეს არის ჩემი პირველი მცდელობა იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობიდან დღემდე, ციფრულად წარმოვადგინო. აქ იქნება ასახული ჩემი ისტორია იმისა, თუ როგორი ბავშვობა მქონდა, როგორ გავხდი მოჭადრაკე, მერე ჩავერთე პოლიტიკაში და ახლა ადამიანის უფლებათა აქტივისტი ვარ“, – ჰყვება კასპაროვი.

ის დასძენს, რომ ის საჭადრაკო პროტოკოლი, რომელიც ანატოლი კარპოვთან ისტორიულ გამარჯვებას ასახავს, 51 ეთერიუმის ფასად გაიყიდა. „1985 წლის 9 ნოემბერი ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული თარიღია – მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ეს ფაქტი ციფრული ვერსიის სახით შევქმენი“, – ამბობს კასპაროვი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved