კრიპტომოყვარულების აქტივობამ COVID-19-ის დროს რეკორდულ ციფრებს მიაღწია – Crypto.com

Home » სიახლეები » კრიპტომოყვარულების აქტივობამ COVID-19-ის დროს რეკორდულ ციფრებს მიაღწია – Crypto.com
02/04/2020
კრიპტომოყვარულების აქტივობამ COVID-19-ის დროს რეკორდულ ციფრებს მიაღწია – Crypto.com

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ფინანსური ბაზრები შეირყა, Crypto.com-მა, კრიპტოვალუტებისა გაცვლისა და გადახდის პროვაიდერმა აღნიშნა, რომ მათ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. წარმომადგენლების თქმით, აშკარაა, რომ მომხმარებლები ამ მდგომარეობას კრიპტოს ყიდვისთვის კარგ შესაძლებლობად ხედავენ.

Crypto.com-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა, Kris Marszale-მ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვებგვერდზე ტრანზაქციების მოცულობა ამ პერიოდის განმავლობაში გაორმაგდა, აპლიკაციების ჩამოტვირთვებმა კი ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

Kris Marszale-მ ასევე დაამატა, რომ აღნიშნული ზრდა შეიძლება ცენტრალური ბანკების მიერ კრიზისის დროს გატარებულ პოლიტიკაზე პასუხია.

აღსანიშნავია, რომ Crypto.com-თან ერთად, სხვა გიგანტმა პლატფორმებმაც შენიშნეს კრიპტომოყვარულების გააქტიურება.

როგორც Binance.US-მ განაცხადა, პლატფორმაზე უპრეცენდენტო მოცულობის ვაჭრობა დაფიქსირდა, განსაკუთრებული ინტერესი კი ბიტკოინის მიმართ იყო.

Brian Norton-მა კი MyEtherWallet-დან აღნიშნა, რომ პლატფორმაზე ამდენ ადამიანს ეთერიუმი 2018 წლის ზამთრის კრიზისის დროსაც კი არ უყიდია.

როგორც სხვადასხვა კრიპტო სივრცის წარმომადგენლები ამბობენ, კრიპტოვალუტები სწორედ ასეთი კრიზისებისთვის არის შექმნილი და დარწმუნებულები არიან, რომ კრიპტომოყვარულები თავიანთი აქტივობით რეკორდული მაჩვენებლების დაფიქსირებას კიდევ გააგრძელებენ.

შენც ხედავ ყიდვის შესაბამის შესაძლებლობას ბაზარზე?

წყარო: https://bit.ly/2UDsKlL

© 2020 MyCoins.ge all rights reserved