მსოფლიოში უკვე 7,000-ზე მეტი კრიპტო ბანკომატია

Home » სიახლეები » მსოფლიოში უკვე 7,000-ზე მეტი კრიპტო ბანკომატია
04/03/2020
მსოფლიოში უკვე 7,000-ზე მეტი კრიპტო ბანკომატია

დღეს მსოფლიოში 7,014 კრიპტო ბანკომატია. აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში უკვე ის ბანკომატებიც შედის, რომლებსაც ბიტკოინის გარდა, ისეთი კრიპტოვალუტების მხარდაჭერა აქვთ, როგორიც ბიტკოინ ქეში, ეთერიუმი, დეში და ლაითკოინია.

ბიტკოინის პირველი ბანკომატი მსოფლიომ 2013 წელს იხილა, რომელიც კრიპტომოყვარულებს საშუალებას აძლევდა ბიტკოინის სანაცვლოდ ქეში მიეღოთ. საინტერესოა, რომ ბანკომატზე პირველივე დღეს $10,000 ღირებულების BTC ტრანზაქცია დაფიქსირდა.

ამჟამად, 42 სხვადასხვა მწარმოებელია პასუხისმგებელი მსოფლიოს ირგვლივ განთავსებულ ბანკომატებზე. CoinATMRadar’s-ის ბოლო 7 დღის მონაცემებით, მსოფლიოს დღეში 12-მდე კრიპტო ბანკომატი ემატება, რომლებიც განთავსებულია მოლებში, აეროპორტებსა და სხვადასხვა ხალხმრავალ ლოკაციაზე.

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, კრიპტო ბანკომატების რაოდენობა 6,000 იყო, დღევანდელი მაჩვენებელი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდა კვლავ გრძელდება.

წყარო: http://bit.ly/39nP8Vg

© 2020 MyCoins.ge all rights reserved