რატომ $10,000 და არა 0? რა არის ბიტკოინის გაორმაგებული ზრდის მიზეზი?

Home » სიახლეები » რატომ $10,000 და არა 0? რა არის ბიტკოინის გაორმაგებული ზრდის მიზეზი?
18/06/2019
რატომ $10,000 და არა 0? რა არის ბიტკოინის გაორმაგებული ზრდის მიზეზი?

ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივი, ბიტკოინი ბოლო 14 თვის  განმავლობაში, კერძოდ 2018 წლის 29 მარტის შემდგომ, ფასის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა და აქტიურად მიისწრაფვის 10,000 დოლარის ნიშნულისაკენ.

აქვე გთავაზობთ რამოდენიმე თეორიას იმის თაობაზე, თუ რატომ გაიზარდა ბიტკოინის ფასი ბოლო პერიოდში:

კერძო ინსტიტუტების ხარული გავლენა ბაზარზე

ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ციფრული აქტივების ბაზარზე, მაგალითად ამერიკის გიგანტმა ბანკმა, JPMorgan Chase & Co-მ, რომელიც ყოველთვის აკრიტიკებდა კრიპტოვალუტებს, 2019 წლის თებერვალში საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას, მას შეუერთდნენ სხვა მსხვილი ბანკები, რომელთაც ასევე გამოხატეს ინტერესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და ციფრული ფულის მიმართ

ინტერესის ზრდა

ბიტკოინით ვაჭრობა იზრდება, რაც კარგად ჩანს CME Group-ზე ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის აქტივობაზე

Facebook-ი ახალ წონასწორობას ამყარებს

Facebook-ი საკუთარი კრიპტოპლატფორმას უშვებს, რომლის შესახებაც დეტალებს სულ მალე შევიტყობთ, აღნიშნული საგადახდო პლატფორმა მოემსახურება როგორც Facebook-ის, ასევე ინტერნეტის სხვა მომხმარებლებსაც, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის ფასზე.

რიპლის ეფექტი?

საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია MoneyGram-ის აქციები ბოლოპერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას შემდეგ რაც რიპლმა გადაწყვიტა 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა მასში.

ისარგებლე MyCoins.ge-ის სერვისებით:

ბიტკოინი ისევ დიდი ნაბიჯებით გაიჭრა წინ! მიმდინარე მონაცემებით მისი ფასი 9,300.36 დოლარია. გამოიყენე უსაფრთხო და მაქსიმალურად დაცული პლატფორმა: იყიდე, გაყიდე, მიიღე, გააგზავნე, შეინახე კრიპტოვალუტები MyCoins.ge-ზე


წყარო: https://myc.ge/2WLHNMO

© 2020 MyCoins.ge all rights reserved