რა ელის კრიპტოვალუტას 2020 წელს? 5 ექსპერტის შეფასება

Home » სიახლეები » რა ელის კრიპტოვალუტას 2020 წელს? 5 ექსპერტის შეფასება
25/12/2019
რა ელის კრიპტოვალუტას 2020 წელს? 5 ექსპერტის შეფასება

რა ელის კრიპტოვალუტებს 2020 წელს? ამისთვის ინდუსტრიის ექსპერტებმა თავიანთი აზრი გაგვიზიარეს.

1. კრიპტოვალუტა შეცვლის საბანკო სისტემას

❝ მსოფლიო ემზადება ფინანსური და საბანკო ტრანსფორმაციისთვის. უკვე ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ბიტკოინი ყოველდღიური მოხმარების ვალუტად იქცეს, ერთი წელში კი უკვე აზრი აღარ ექნება, ბანკებს დამატებითი საკომისიოები ვუხადოთ. ამავდროულად, გაიზრდება ისეთი კრიპტოვალუტების ფასეულობა, როგორიცაა ეთერიუმი და ბიტკოინ ქეში. ჩემი აზრით, ბიტკოინის ფასი 2022 წელს $250,000 იქნება.

Tim Draper, Draper Associates და DFJ-ის დამფუძნებელი

2. კრიპტოვალუტას დიდი პერსპექტივა აქვს

❝ ჩადებ თუ არა ინვესტიციას კრიპტოვალუტაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გჯერა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის. დიახ, ის ყველას მოლოდინებს ვერ გაამართლებს, თუმცა ასე მომხდარა და მოხდება ნებისმიერი ტექნოლოგიის შემთხვევაში.

ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ბლოკჩეინ კომპანიებთან და ვხედავთ, როგორც ვითარდება და ხდება მნიშვნელოვანი ეს ტექნოლოგია. ჩემი მთავარი რჩევა უბრალოდ ის იქნება, რომ არასდროს ჩადოთ იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე ეს ფინანსურ მდგომარეობას შეეფერება.

Judd Rosenblatt, AE Studio-ის დამფუძნებელი

3. ის მომავალია

❝ მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნები და კომპანიები აქტიურად განიხილავენ კრიპტოვალუტებს, როგორც მომავლის ფულს და ვთვლი, რომ ეს სამყარო მალე ახალ ფაზაში გადავა. მსურს ინვესტორებს შევახსენო, რომ ამ სფეროში რისკები ჯერ კიდევ დიდია, ამიტომ შესაბამისი გამოკვლევა და წინასწარ მომზადებული სტრატეგიები მნიშვნელოვანია.

Lorenzo Pellegrino, Skrill-ის CEO

4. ბიტკოინი დაამარცხებს ყველა კრიტიკოსის აზრს და აი, რატომ…

❝ ვთვლი, რომ ბიტკოინის მასშტაბურ წარმატებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მისი რაოდენობა წინასწარვე შეზღუდულია (მხოლოდ 21 მილიონი ბიტკოინი იქნება დამზადებული), რაც მისი ინფლაციის წინასწარმეტყველების საშუალებას გვაძლევს. მას საზღვრები არ გააჩნია, გამჭვირვალეა და არც ერთი ცენტრალიზებული ორგანო არ აკონტროლებს მას. ბიტკოინი არ მოკვდება, რადგან ის მეტად სანდროა, ვიდრე სხვა მთავრობების ვალუტები.

Dan Schatt, Cred-ის თანადამფუძნებელი

5. 2020 წელში გადაიდგმება ისტორიული ნაბიჯები

❝ ჩემი რჩევა ინვესტორებისთვის ის იქნება, რომ ბიტკოინის ჰალვინგს მიაქციონ ყურადღება, რაც დრამატულად შეცვლის როგორც კრიპტოვალუტების მარაგს, ასევე მოთხოვნას. ვფიქრობ ამ წელს ისტორიული მოვლენები მოხდება ბიტკოინისთვის და ზოგადად, მთელი ინდუსტრიისთვის.

Alex Althausen, StormGain-ის CEO

შენი პროგნოზები როგორია?

წყარო: https://myc.ge/2Mok520

© 2020 MyCoins.ge all rights reserved