როგორია კროპტოსავალუტო ბაზრის უახლესი მდგომარეობა?

Home » სიახლეები » როგორია კროპტოსავალუტო ბაზრის უახლესი მდგომარეობა?
19/03/2020
როგორია კროპტოსავალუტო ბაზრის უახლესი მდგომარეობა?

ბოლო პერიოდში კრიპტოსავალუტო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. საინტერესოა რა ვითარებაა დღეს?

19 მარტის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი $5,400-ს გასცდა და $5,600-იან ნიშნულისკენ მიიწევს. მისი ბაზრის კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის 64.56%-ს შეადგენს.

ეთერიუმის ფასიც გაიზარდა და დღეს მისი ყიდვა $123.58-ად არის შესაძლებელი. ალტკოინმა დღის განმავლობაში მხოლოდ 1%-იანი ფასის ზრდა დააფიქსირა.

რიპლის ფასმა ზრდა დაიწყო და $0.1500-იან ნიშნულს თავი დააღწია იმის მიუხედავად, რომ დღის დასაწყისში 1.4%-იანი ვარდნა განიცადა.

როგორია ექსპერტების შეფასებები?

ლეგენდარული ტრეიდერის, Peter Brandt-ის თქმით, ბაზარზე ჰალვინგის ეფექტის გავლენა გადაჭარბებულად არის შეფასებული.

მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მოპოვებული ბიტკოინების მოცულობა რეალური მიწოდების 1%-ის დაახლოებით 2/100-ია, იმ პირობებში, თუკი რეალური მიწოდება უდრის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობას. ამრიგად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიწოდების შემცირებას ჰალვინგის გამო, მცირე ეფექტი აქვს ბიტკოინის რეალურ მარაგებზე.

რა ხდება ბაზარზე?

აშშ-ს ბაზარზე მოქმედი კრიპტოვალუტების გაცვლის პლატფორმა CoinZoom ინვესტორებს მალე საშუალებას მისცემს ახალი Visa ბარათით იყიდონ, გაყიდონ და დახარჯონ კრიპტოვალუტები. ბარათების გამოყენება ბანკომატებიდან თანხის განაღდებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

პლატფორმის მექანიზმი კრიპტოს დოლარად აქცევს, სწორედ ამის საშუალებით მოხდება ოპერაციების განხორციელება.

რა ვითარებაა რეგულაციების მხრივ?

სამხრეთ კორეის მარეგულირებელი სააგენტო, აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ადგილობრივ კრიპტო ბიზნესებთან ახალი კანონმდებლობის გასააქტიურებლად, რომელიც კრიპტოვალუტებს ლეგალურ სფეროში მოაქცევს.

ფაქტია, რომ ბაზარი განვითარებას აგრძელებს, თუმცა საინტერესოა, როგორ შეიცვლება კრიპტოვალუტის ფასები უახლოეს დღეებში?

წყარო: http://bit.ly/2x8mYzn

© 2020 MyCoins.ge all rights reserved