როგორია სიყვარული კრიპტოვალუტების სამყაროს წესებით?

Home » სიახლეები » როგორია სიყვარული კრიპტოვალუტების სამყაროს წესებით?
07/10/2019
როგორია სიყვარული კრიპტოვალუტების სამყაროს წესებით?

ალბათ ხშირად გსმენია, რომ ხვდებოდე დეველოპერს პარალელურ სამყაროში გადასვლას ჰგავს, სადაც ყველაფერზე თითქოს განსხვავებული და უნიკალური წესი ვრცელდება. იგივე შემიძლია გითხრა ადამიანზე, რომელიც კრიპტოვალუტების სამყაროშია.  

თუ ზუსტად ვერ მიხვდი რა ვიგულისხმე და ჯერ კიდევ არ ჩაგეღიმა, მომყევი და მარტივად იცნობ თქვენს თანაცხოვრებას.

ზოგჯერ შეიძლება იგრძნო, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარ

ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებენ, მაღალი ენთუზიაზმით გამოირჩევიან. მათ სჯერათ, რომ ისტორიას ქმნიან და ეს ყველაფერი ზოგჯერ ძლიერ დამოკიდებულებაშიც გადადის. თუმცა ეს ყველაფერი ცუდად არ მიიღო. ასეთ დროს გაიხსენე, რომ სწორედ მისი ენთუზიაზმია ის ერთ-ერთი თვისება, რომლითაც თავი მოგაწონა. უბრალოდ არასდროს დაუსვა კითხვა: რომელი უფრო გიყვარს, ბიტკოინები თუ მე? 😀

მას ყოველთვის ნაკლებად აქვს ნაღდი ფული 

ნაღდ ფულს ის ხშირად უსარგებლო ქაღალდსაც უწოდებს და იმიტომ კი არ განიცდის მის დეფიციტს, რომ შემოსავლების ნაკლებობას უჩივის, უბრალოდ მას არ სურს დათმოს ბიტკოინები, რადგან ხვალ ის მათი ფასის ზრდას ელოდება ან უბრალოდ არ სურს ბიტკოინების დახარჯვა, რადგან ისინი უბრალოდ ბიტკოინებია.

შენი დაბადების დღის საჩუქარი? რა თქმა უნდა – ბიტკოინები

თუ ის მზრუნველია, შენ ალბათ უკვე გაქვს შენი ელექტრონული საფულე, სადაც ბიტკოინებს და ალტკოინებს გჩუქნის, ხოლო თუ ზედმეტად მზრუნველია, იდეალურ შემთხვევაში შენი ანგარიში MyCoins-ზეა

– შეიძლება ბიტკოინებით გადავიხადო?

სინამდვილეში, მან ზუსტად იცის რომ ბიტკოინებით ჯერ ვერ გადაიხდის თქვენი რომანტიული ვახშმისათვის, თუმცა ამ კითხვის დასმა მისთვის ერთგვარი რიტუალია.

ზოგჯერ საკმარისზე მეტად სჭირდება თავისუფალი სივრცე 

ის სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორუმზე ან ჯგუფებში პოსტავს ბიტკოინისა და ალტკოინების შესახებ, ამიტომ ცოტახნით თუ ყურადღება მოადუნა შენ მიმართ, სანერვიულო არ გაქვს. ის უბრალოდ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, შენ კი, რა თქმა უნდა, ისევ მისი ფავორიტი ხარ. 

გახსოვდეს, რომ სიყვარულს კრიპტოვალუტების სამყაროში შეიძლება თავისი დამახასიათებელი წესები ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ამაღელვებელია.

თუ მაინც მოხდა ისე, რომ ჯერ კიდევ არ გაქვს შენი ელექტრონული საფულე, დაიწყე შენი მეორე ნახევრის გაოცება და გახსენი ის თავად.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved