როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები საბანკო გადმორიცხვით?

Home » სიახლეები » როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები საბანკო გადმორიცხვით?
03/09/2019
როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები საბანკო გადმორიცხვით?

შეგახსენებთ, რომ MyCoins-ზე კრიპტოვალუტების ყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:

  1. MyCoins-ის ბალანზე არსებული თანხით (ლარი, დოლარი)
  2. MyCoins-ის ანგარიშეზე გადაბმული ბარათიდან
  3. MyCoins-ის ანგარიშეზე გადაბმული ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან

წინა ბლოგში ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა უპირატესობები აქვს გადაბმულ ბარათს და როგორ ხდება მისი MyCoins-ის ანგარიშზე გადაბმა.

ამჯერად, კი გვსურს გაგაცნოთ MyCoins-ის ბალანსის შევსების ერთ-ერთი მოთხოვნადი მეთოდი – საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვა, ამ მეთოდით ბალანსი შეგიძლია შეავსო :

  • ულიმიტოდ
  • საკომისიოს გარეშე
  • მომენტალურად ( თიბისისა და საქართველოს ბანკში )
  • ლარში და დოლარში

MyCoins-ის ბალანსის შევსება საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით შეგიძლია შემდეგი ბანკებიდან:

  • საქართველოს ბანკი
  • თიბისი ბანკი
  • ლიბერთი ბანკი
  • ვითიბი ბანკი
  • პროკრედიტ ბანკი
  • ბაზის ბანკი
  • ტერა ბანკი
  • ბანკი ქართუ

საკომიო: 0%

ვალუტა:  ლარი, დოლარი

გადარიცხის მოცულობა: ულიმიტო

გადარიცხვის სისწრაფე:

  • თიბისისა და საქართველოს ბანკიდან ლარში გადმორიცხული თანხა, მომენტალურად აისახება შენს MyCoins ბალანზე როგორც, სამუშაო ისე არასამუშაო საათებში
  • თიბისისა და საქართველოს ბანკიდან დოლარში გადმორიცხული თანხა, შენს MyCoins ბალანზე აისახება სამუშაო საათებში
  • სხვა ბანკებიდან გადმორიცხული თანხა (ლარი, დოლარი), შენს MyCoins ბალანზე აისახება სამუშაო საათებში

როგორ ხდება საბანკო ანგარიშიდან MyCoins ანგარიშზე თანხის გადმორიცხვა, ინსტრუქცია:

– გაიარე MyCoins-ზე ავტორიზაცია და გადადი ბალანსის შევსების გვერდზე

– ბანკების ჩამონათვალიდან აირჩიე სასურველი ბანკი, სადაც გაქვს ანგარიში და სარგებლობ ინტერნეტბანკით/მობაილბანკით

– მას შემდეგ რაც MyCoins-ზე აირჩევ მომსახურე ბანკს და შესაბამის ვალუტას, გამოგიჩნდება eMoney-ს ანგარიშის ნომერი, რომელსაც მიუთითებ ამავე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკიდან გადმორიცხვისას მიმღების გრაფაში

შემდეგი ეტაპი:

  • შედი ამავე ბანკის ინტერნეტ/მობაილბანკში
  • გადადი გადარიცხვებში და შეიყვანე საჭირო მონაცემები

მიმღების გრაფა – შეიყვანე საბანკო ანგარიში (eMoney-ის საბანკო ანგარიში რომელიც უკვე დააკოპირე)

დანიშნულება – მიუთითე შენი MyCoins.ge-ის ექაუნთის/ანგარიშის 9 ნიშნა რიცხვი (აუცილებელია!)

შეინახე აღნიშნული მონაცემები შაბლონად შენს ინტერნეტ/მობაილბანკში, რომ შემდეგ ჯერზე აღარ დაგჭირდეს მონაცემების ხელახლა შეყვანა, და შეავსე MyCoins ბალანსი ნებისმიერ დროს მარტივად, პირდაპირ შაბლონებიდან.

ცარიელია შენი MyCoins ბალანსი? შეავსე ბალანსი საბანკო გადარიცხვით

თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში, დარეგისტრირდი უფასოდ და ისარგებლე თანამედროვე კრიპტოსერვისებით.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved