ქუვეითის ცენტრალური ბანკის სიახლე ფულადი გზავნილების მიმართულებით

Home » სიახლეები » ქუვეითის ცენტრალური ბანკის სიახლე ფულადი გზავნილების მიმართულებით
31/12/2018
ქუვეითის ცენტრალური ბანკის სიახლე ფულადი გზავნილების მიმართულებით

საერთაშორისო ფულადი გზავნილების ასაჩქარებლად ქუვეითის ცენტრალური ბანკი რიპლის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საგადამხდელო სისტემას შეუერთდა. ხუთშაბათს, 27 დეკემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ახალი ფულადი გზავნილების სერვისის/სისტემის გამოყენება, რომელიც NBK Direct Remit – ის სახელითაა ცნობილი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რიპლის ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ „პირდაპირი“ გადახდები ბლოკჩეინის სისტემის გავლით. ასევე განცხადების მიხედვით ახალი სისტემა ფულადი გზავნილების დერეფანს ამ ეტაპზე მხოლოდ იორდანიასთან ფლობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ფულადი გზავნილების დერეფნების (ქვეყნების) რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. NBK წარმოდგენილია ჩინეთში, ჟენევაში, ლონდომში, პარიზში, ნიუ იორკსა და სინგაპურში, და რეგიონალურად წარმოდგენილია ლიბანში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, ერაყსა და თურქეთში. მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, NBK იორდანიაში განხორციელებული ტრანზაქციისათვის მომხმარებელს თითო ტრანზაქციაზე 1 ქუვეითურ დინარს (ან 3.29 ა.შ.შ. დოლარს) აკისრებს თუ თანხა მის ადგილობრივ ფილიალში ირიცხება. მომხმარებლების, რომლებიც სხვა ბანკებს იყენებენ გზავნილის მისაღებად, თითო ტრანზაქციაზე 5 ქუვეითურ დინარს (ანუ 16.47 ა.შ.შ. დოლარს) დააკისრებს და ჩვეულებრივ, თითო ტრანზაქციის სტანდარტული ლიმიტი 2,000 ქუვეითურ დინარს (ანუ 6,586 ა.შ.შ. დოლარს) გაუტოლდება.

მარკუს ტრეჩერის განცხადებით, რომელიც რიპლის უფროსი ვიცე პრეზიდენტია, მათმა კომპანიამ უკვე დაიწყო NBK – ს მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების საკუთარ პირდაპირი გადახდების სისტემაში გადმოტანა ბლოკჩეინის ქსელის გავლით. NBK მსოფლიოში არსებულ იმ ფინანსური ინსტიტუტების მზარდ რიცხვს შეემატა, რომლებიც ბლოკჩეინზე დაფუძნებული საგადამხდელო სერვისებისათვის რიპლის ბაზას იყენებს. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთა რიცხვს შეემატა მალაიზიის საბანკო გაერთიანება (CIMB), სამხრეთ კორეის კრიპტოსავალუტო ბაზარი Cpoinone – ი, ამერიკის შეერთებული შტატების გიგანტი (PNC) და ფულადი გადარიცხვების კომპანია UAE Exchange – ი. ფულადი გზავნილების ბაზარი დღესდღეობით სწრაფად იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო განსაკუთრებული ზრდის სისწრაფით კი ახლო აღმოსავლეთის ბაზარი გამოირჩევა. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ემიგრანტებმა მხოლოდ ახლო აღმოსვლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე ჯამურად 2017 წლის განმავლობაში 53 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი გადარიცხეს.[1]

[1] წყარო:  https://www.coindesk.com/national-bank-of-kuwait-taps-ripple-for-new-remittance-service

© 2020 MyCoins.ge all rights reserved