ციფრული დოლარის შემუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდება

Home » ბლოგი » ციფრული დოლარის შემუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდება
13/04/2022
ციფრული დოლარის შემუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდება

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი (ფინანსთა მინისტრი) ჯანეტ იელენი ამბობს, რომ თუ მისი ქვეყანა დოლარის ციფრული ვარიანტის  შემუშავებას მწვანე შუქს აუნთებს, მის დამკვიდრებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ხაზინა და ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი) ციფრული დოლარის შემუშავების მიზანშეწონილებას ერთობლივად სწავლობენ.

იელენი ამბობს, რომ რეგულატორმა უნდ­­ა განსაზღვროს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღების შესაძლო შედეგები, მისი საერთაშორისო ვაჭრობაში გამოყენების პერსპექტივები და ის, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ასეთი ვალუტის გამოყენება მომხმარებელთათვის.

„არ ვიცი, ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს. მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვერსიის შემუშავება, სერიოზული გამოწვევა იქნება, რასაც რამდენიმე წელი დაძაბული მუშაობა დასჭირდება“, – ამბობს იელენი, ვინც ფედრეზერვის ყოფილი თავმჯდომარეა.

იმავდროულად, ის ხაზს უსვამს იმას, რომ  შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საგადასახადო სისტემის გაიაფება, გადარიცხვების სისწრაფის გაზრდა და ხელმისაწვდომობა. ციფრული დოლარის დამკვიდრება, ამ სამივე მიმართულებით გაუმჯობესებას გამოიწვევს. თუმცა ის დასძენს, რომ არსებობს სხვა საშუალებებიც (არ დაუკონკრეტებია), რომლებიც სისტემას გააუმჯობესებს და მათი გამოყენების უახლოეს მომავალში დაწყებაა შესაძლებელი.

იელენი ასევე ამბობს, რომ არსებული ციფრული ვალუტებისგან განსხვავებით, ციფრული დოლარით არალეგალური მანიპულაციების შესრულების ალბათობა მინიმალური იქნება.

ახლახანს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ფედრეზერვს და ხაზინას, ციფრული ვალუტების და სხვა ციფრული აქტივების სფეროს შესწავლა-ანალიზი დაავალა.

დაკიდევ, ციფრულ ევროსთან დაკავშირებულ პერსპექტივებს ევროკავშირიც სწავლობს. ამ მიმართულებით კი ყველაზე შორს ჩინეთია წასული, რომელსაც ექსპერიმენტული ციფრული იუანი უკვე შექმნილი აქვს და მასზე ტესტებსაც ატარებს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved