„ბაინენსმა“ (Binance) იტალიაში ოპერირების უფლება მიიღო

Home » ბლოგი » „ბაინენსმა“ (Binance) იტალიაში ოპერირების უფლება მიიღო
31/05/2022
„ბაინენსმა“ (Binance) იტალიაში ოპერირების უფლება მიიღო

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კრიპტო პლატფორმა „ბაინენსმა“ იტალიაში რეგისტრაცია მიიღო. ეს მეორე ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ამ კომპანიას თავის საზღვრებში ოპერირების უფლება მისცა. პირველი საფრანგეთი იყო, რომელმაც „ბაინენსს“ რეგისტრაცია მაისის დასაწყისში მისცა.

ამიერიდან, „ბაინენსს“ უფლება აქვს, იტალიელ მომხმარებლებს კრიპტო სერვისების ფართო სპექტრი, მათ შორის, ვალუტების გაცვლის ფუნქცია, იტალიის კანონმდებლობის ფარგლებში შესთავაზოს. გარდა ამისა, კომპანიას ქვეყანაში ოფისების გახსნის უფლებაც მიენიჭა.

„ბაინენსის“ თანა-დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ჩანპენ ჟაო (CZ) იტალიის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს, თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „ბაინენსის“ მუშაობა იტალიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სრულად გამჭვირვალე იქნება.

კომპანიის წარმომადგენელმა „კოინტელეგრაფთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ბაინენსის“  იტალიური შტოს შტაბ-ბინა განლაგდება ქალაქ მილანში, რომელიც იტალიის ბიზნეს ჰაბია.

კითხვაზე, სად აპირებს მომავალში „ბაინენსი“ სამუშაო ლიცენზიის აღებას, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ყველგან იგეგმება, სადაც შესაძლებელი იქნება.

საფრანგეთსა და იტალიაში ლიცენზიის მოპოვებამდე, „ბაინენსმა“ მუშაობა შუა აღმოსავლეთის ბაზარზე დაიწყო. მარტში პლატფორმას მწვანე შუქი ბაჰრეინსა და დუბაიში აუნთეს. აპრილში კი კომპანიამ პრინციპული თანხმობა აბუ დაბისგანაც მიიღო.

გასულ ნოემბერში ჟაომ გამოაცხადა ინიციატივა „ობჯექტივ მუნის“ დაწყება, რომლის ღირებულებაც 115 მილიონი დოლარია. ინიციატივის მიზანი, საფრანგეთში და დანარჩენ ევროპაში ბლოკჩეინის და კრიპტო ეკოსისტემის შემუშავებაა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved