ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს მიაღწევს – Bloomberg

Home » სიახლეები » ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს მიაღწევს – Bloomberg
05/06/2020
ბიტკოინის ფასი $20,000-იან ნიშნულს მიაღწევს – Bloomberg


Bloomberg-მა სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი გაორმაგდება და $20,000-ს მიაღწევს. მათი თქმით, ამისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას შესაბამისი წინაპირობები აქვს.

Bloomberg-ის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ბიტკოინის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, ეს კი რამდენიმე მიზეზით დაასაბუთა.

პირველ რიგში, კაპიტალის ბაზრების ისტორიული ვარდნა ბიტკოინზე არ ასახულა.

ასევე, ვირუსმა ხელი შეუწყო ტრადიციული ვალუტიდან ციფრულ ვალუტაზე გადასვლას.

და მესამე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების შემსუბუქებული პოლიტიკა დაეხმარა ისეთ დამოუკიდებელ აქტივებს, როგორიც ბიტკოინი და ოქროა.

მსგავსი განცხადებით, ბლუმბერგი ისეთ გავლენიან ინვესტორებს უერთდება, როგორიც Paul Tudor Jones და მილიარდერი ინვესტორი Chamath Palihapitiya-ია.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე $9,672-ია, მისი ბაზრის კაპიტალიზაცია კი $177 მილიარდზე მეტს შეადგენს.

წყარო: https://bit.ly/2XDaSJo

© 2020 MyCoins.ge all rights reserved