შვედური მობილური აპლიკაცია Bitrefill-ი მომსახურების არეალის გასაფართოვებლად 2 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვეტსიციას ახორციელებს

Home » სიახლეები » შვედური მობილური აპლიკაცია Bitrefill-ი მომსახურების არეალის გასაფართოვებლად 2 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვეტსიციას ახორციელებს
18/06/2019
შვედური მობილური აპლიკაცია Bitrefill-ი მომსახურების არეალის გასაფართოვებლად 2 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვეტსიციას ახორციელებს

კრიპტო მედიის გამოცემის The Block-ის მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შვედურმა კრიპტო-აღჭურვილმა მობილურის შევსების აპლიკაციამ Bitrefill-მა საკუთარი მომსახურების არეალის გასაფართოვებლად 2 მილიონი ა.შ.შ. დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. სტოკჰოლმში დაფუძნებული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მობილურ მომსახურებას (ონლაინ გამოწერა და ა.შ.), რომლის განხორციელებაც ბიტკოინში არის შესაძლებელი. ე.წ. დაფინანსების ახალი რაუნდის შემდეგ (რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული სტარტაპის Coin Ninja-ს მიერ იყო წარმართული), Bitrefill-ი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  საკუთარი მომსახურებისა და ახალი პროდუქტების გავრცელებას ა.შ.შ.-სა და ევროპის საზღვრებს გარეთ აპირებს. აღსანიშბავია ისიც, რომ 2019 წლის მარტში Bitrefill-მა მომხმარებლებს შესთავაზა კრიპტო-გადახდების ახალი მომსახურება, რომელი საშუალებას იძლევა პოპულარულ დაჯავშნის ვებ-გვერდზე Airbnb-ზე გადახდები განახორციელო ბიტკოინში (BTC), ეთერიუმში (ETC), ლაითკოინში (LTC), დოჯქოინსა (DOGE) და დეშში (DASH).

ამავე წლის აპრილში, Bitrefill-მა ტრანზაქციების ხარისხისა და სისწრაფის გასაუმჯობესებლად  ახალი ექსპერიმენტული მომსახურება გაუშვა, რომელიც ე.წ. Lightning Network-ზე არის მორგებული – Lightning Network-ი წარმოადგენს გადახდების პროტოკოლს, რომელიც ბიტკოინის ბლოკჩეინის მეორე დონეზე ოპერირებს. ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც “ტორ ტიბბო” უწოდეს, მიზნად ისახავს Lightning Network-ზე გარიგებების დაჩქარებას, რაც ე.წ. განახლებული არხის გასახსნელად ჩვეულებრივ ერთ საათამდე დროს მოითხოვს. კრიპტოვალუტების მოქნილობისა და გავრცელების თემასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ Coinbase-მა გამოუშვა სადებეტო ვიზა ბარათი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ირლანდიასა და ჰოლანდიაში იფუნქციონირებს. ბარათები პირდაპირ სინქრონირებულია მომხმარებლის ანგარიშთან და კრიპტო სახსრები ერთდროულად ხელმისაწვდომია როგორც მობილურ აპლიკაციაში ისე ფიზიკურ ბარათებში, რაც საბოლოოდ ამარტივებს ბანკომატის მეშვეობით კრიპტოვალუტის ფულად ერთეულებში გადაყვანას.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/swedish-bitcoin-powered-mobile-refill-service-bitrefill-raises-2m-to-expand-services

© 2020 MyCoins.ge all rights reserved