J.P Morgan-ის გასული ხუთშაბათის ანგარიშის მიხედვით, ახლადშექმნილი spot ETF პროდუქტები სხვა კრიპტო პროდუქტებში (მაგალითად, GBTC-ში) გადანაწილებულ თანხას იზიდავენ.
აღსანიშნავია, რომ SEC-ის მიერ ETF პროდუქტების დამტკიცებით გამოწვეული აჟიოტაჟი ბაზარზე მალევე მინავლდა. ახლა, მთავარია რა რაოდენობის კაპიტალს მოიზიდავს ETF. როგორც ანალიტიკოსი ნიკოლაოს პანიგირცოღლუ წერს, “ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ ბაზრის იპტიმიზმს, ETF-ისგან განპირობებული ახალი კაპიტალის შესახებ”.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ETF ჯერ-ჯერობით კრიპტოსთვის ახალ კაპიტალს ვერ იზიდავს, J.P Morgan-ი ბრუნვას ხედავს არსებულ კირპტო პროდუქტებსა და ETF-ს შორის. ვითარება რომც არ შეიცვალოს, ETF-ს ახალი კაპიტალის გარეშეც შეუძლია 36 მილიარდი დოლარის რაოდენობით თანხის მოზიდვა, არსებული პროდუქტების ხარჯზე.