ასე გამოიყურება კრიპტოსავალუტო ბაზარი იანვრის ბოლო დღეებში

Home » სიახლეები » ასე გამოიყურება კრიპტოსავალუტო ბაზარი იანვრის ბოლო დღეებში
30/01/2020
ასე გამოიყურება კრიპტოსავალუტო ბაზარი იანვრის ბოლო დღეებში

კვირის მანძილზე კრიპტოვალუტებმა უმნიშვნელო, 0.22%-დან 2%-მდე მატება განიცადეს, ამასთანავე, რამდენიმე ალტკოინის, მათ შორის დეშის გაყიდვებში შესამჩნევი ზრდაა.

ბიტკოინმა მწვანე ზონაში პოზიციები შეინარჩუნა და დღის განმავლობაში ფასის 1.12%-იანი ზრდის შედეგად, მისი ნიშნული $9,374-ზეა.

ეთერიუმის ფასი დათვური ტრენდის გავლენას განიცდის, თუმცა დღეს 1%-იანი ზრდის შედეგად მისი ფასი $175-ია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეთერიუმის გაყიდვების მოცულობა უახლოეს დღეებში გაიზრდება.

ამასთანავე, ბაზრის კაპიტალიზაციით მესამე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, რიპლის ყიდვა, მისი ფასის უმნიშვნელო ზრდის შედეგად, $0.2364-ად შეგიძლია და მისი ამჟამინდელი ტრენდი ხარულია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Coinbase-მა თავისი გავცელების არეალი გააფართოვა და ამიერიდან მისი სერვისებით სარგებლობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იქნება შესაძლებელი, სადაც საკუთარ ფილიალებს გახსნის. ათი თქმით, ევროპა კრიპტოვალუტების მხრივ საკმაოდ მზარდი ბაზარია და სერვისების ევროპაში გავრცელების გადაწყვეტილების მიღება თავად ევროპელი მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.

ამავდროულად, იზრდება კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის როლი ლათინო ამერიკაშიც. რეგიონში მთავრობამ უკვე დაუშვა საქველმოწმედო შემოწირულობების მიღება (საკვების, მედიცინისა და ტანსაცმლისთვის) კრიპტოვალუტებით.

გადახედე სხვა ალტკოინების ამჟამინდელ საბაზრო პოზიციებს მაიქოინსზე.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved