“ბედი მხოლოდ ბიტკოინს სწყალობს” – K33

Home » სიახლეები » “ბედი მხოლოდ ბიტკოინს სწყალობს” – K33
05/10/2023
“ბედი მხოლოდ ბიტკოინს სწყალობს” – K33

ეთერის ჩაშვებულმა 9 ვადიანი გარიგების ETF-მა, არსებობის პირველი კვირა უხმაუროდ და წარუმატებლად გაატარა. ამიტომ, K33 Research კრიპტოთი მოვაჭრეებს ურჩევს ისევ ბიტკოინს დაუბრუნდნენ.

საქმე იმაშია, რომ ETH-ის ვადიანი გარიგებების (ფიუჩერსი) ETF-მა, 2021 წელს ჩაშვებულ ProShares Bitcoin Strategy ETF-ის პირველი დღის ვაჭრობის მხოლოდ 0,2% შეადგინა. K33-ის ანალიტიკოსების თქმით, არც არავინ ელოდა ETH-ის ETF-ისგან BITO-ს მსგავს შედეგებს, რადგან BITO აშკარა Bullrun-ს დროს ჩაეშვა, თუმცა, არსებული სტატისტიკა მაინც იმედგამაცრუებელია. მიზეზი მარტივია – ბაზარზე უბრალოდ არ არის ამ პროდუქტზე მოთხოვნა.

ზოგადად, K33-ის ექსპერტების აზრით, კრიპტო ბაზრის უდიდეს ნაწილს აკლია ფასის მოკლევადიანი კატალიზატორები, სიტუაცია კი მხოლოდ ბიტკოინისთვისაა სახარბიელო, ის რჩება გრავიტაციის ძალად კრიპტოში და სავარაუდოდ, მალე ETF-ზეც მიიღებს დასტურს. გარდა ამისა, ახლოვდება ბიტკოინის ჰალვინგიც, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის მასზე მოთხოვნას.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved