კრიპტოსამყაროში კვირის ბოლოს შესამჩნევი ზრდაა, რაზეც ბიტკოინისა და ალტკოინების მწვანე ზონაში გადანაცვლება მეტყველებს.
თუ კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვისთვის შესაბამის მომენტს ელოდები, ჩვენ გაგაცნობთ ბაზრის მიმდინარე მდგომარეობას.
ხუთშაბათს ამერიკის Securities and Exchange Commision-ის ხელმძღვანელმა, Jay Clayton-მა და კომისიის ოთხმა წევრმა ფეისბუქის ახალი ვალუტის, ლიბრას შესახებ გამართულ მოსმენაში მიიღეს მონაწილეობა.
თუ ამ ეტაპზე მსხვილი ინვესტიციის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი გეტყვით, რომ ბიტკოინის ფასი გაიზარდა და კრიტიკული 10 000$ ზღვარის გადალახვის შემდეგ მისი შეძენა 10 300$-ად შეგიძლია.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-20-at-1.41.33-PM.png)
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მეორე ყველაზე მსხვილი კაპიტალიზაციის ($23,5 მილიარდი) მქონე კრიპტოვალუტის – ეთერიუმის საბაზრო ფასში. ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-იანი ზრდის შედეგად მისი ღირებულება 217,67 დოლარიდან 222,39 დოლარამდე გაიზარდა.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-20-at-5.11.51-PM.png)
თუ კრიპტოვალუტებით სწრაფად ვაჭრობა შენი პრიორიტეტია, მომენტალურად ამას სწრაფი ყიდვა/გაყიდვის ფუნქციონალით MyCoins.ge-ზე შეძლებ. ხოლო თუ გადაწყვიტე კიდევ დააკვირდე ფასების ცვლილებას ან კონკრეტული მოლოდინები გაქვს, დაარეგისტრირე ავტომატური ყიდვა/გაყიდვის დავალება და იყიდე/გაყიდე კრიპტოვალუტების სასურველი რაოდენობა შენთვის სასურველ ფასად.
წყარო: https://myc.ge/2kK1jaZ