ბიტკოინის ახალი სამიზნე $10,000-ია?

Home » სიახლეები » ბიტკოინის ახალი სამიზნე $10,000-ია?
14/05/2020
ბიტკოინის ახალი სამიზნე $10,000-ია?

ბიტკოინის ფასი 9.15%-ით გაიზარდა და $9,735-იან ნიშნულს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ ჰალვინგის მოახლოებისას მისი ფასი $8,122-მდე დაეცა, მას შემდეგ კი დღევანდელი მდგომარეობით ბიტკოინმა ფასმა 17%-მდე ზრდა განიცადა.

coin 360

ანალიტიკოსების თქმით, როგორც ფასის დინამიკა გვიჩვენებს, მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ის $9,500-$9,700-იან შუალედში იმერყევებს.

პროგნოზი გამართლდა, რომლის მიხედვითაც თუ ხარები შეძლებდენ, რომ ფასი $9,400-ის ზემოთ შეენარჩუნებინათ, შემდეგი სამიზნე უკვე $9,750 იქნებოდა. საინტერესოა, გასცდება თუ არა მისი ფასი $10,000-ს.

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ ბიტკოინის ჰალვინგი მოხდა. როგორც მონაცემებმა დაადასტურა, ამით მაინერების შემოსავლები დაახლოებით 47%-ით შემცირდა.

ამჟამად, მაინერებისთვის გადახდების პროცენტული მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა გასული წლის მონაცემებისგან, ამასთანავე, გარიგებების საერთო მოცულობაც გასულ წელთან შედარებით მცირეა.

როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, დროის გასვლასთან ერთად, ბიტკოინის ფასი უნდა გაიზარდოს გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თითქმის 24,000 ბიტკოინი (BTC) გაანაღდეს მომხმარებლებლებმა კრიპტო ბირჟებიდან ჰალვინგის შემდეგ. დღიურად აქტიური Bitcoin მისამართების რაოდენობამ კი უკვე მესამედ გადალახა 1 მილიონი. აქამდე მსგავსი მაჩვენებლები 2019 წლის ივნისის შუა რიცხვებში და 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მისამართების რიცხვი ასევე სტაბილურად მატულობს, ამ კვირის განმავლობაში კი ბოლო 2 წლის მაჩვენებლების უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

წყარო: Cointelegraph.com

© 2018 MyCoins.ge all rights reserved