ჩინეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ყველა გარიგება უკანონო იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში კრიპტო ბაზარი მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, პარასკევამდე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
განცხადების შემდეგ ფასები დაეცა, თუმცა კრიპტოვალუტების ფასი ბოლო მონაცემებით გაიზარდა. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა, ბიტკოინი (BTC) ორშაბათს 1.3% –ით გაიზარდა და $43,663 შეადგინა, ხოლო მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი (ETHEREUM), 4.05% –ით და საბოლოოდ $3,088-მდე მიაღწია.
შენ რას ფიქრობ, რა გავლენა ექნება ამას კრიპტო სამყაროზე?