ბიტკოინის ფასის ზრდიდან გამომდინარე Google – ის საძიებო სისტემაში „Bitcoin” – თან დაკავშირებული სიახლეების მოთხოვნების რაოდენობა გასამმაგდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასის ზრდიდან გამომდინარე Google – ის საძიებო სისტემაში „Bitcoin” – თან დაკავშირებული სიახლეების მოთხოვნების რაოდენობა გასამმაგდა
08/04/2019
ბიტკოინის ფასის ზრდიდან გამომდინარე Google – ის საძიებო სისტემაში „Bitcoin” – თან დაკავშირებული სიახლეების მოთხოვნების რაოდენობა გასამმაგდა

Google Trends – ის მონაცემების მიხედვით, Google – ის საძიებო სისტემაში ბიტკოინთან დაკავშრებული სიახლეების მოთხოვნის რაოდენობა გასამმაგდა. „ბიტკოინის“ (BTC) – ის  საძიებო მოთხოვნების რაოდენობა 2019 წლის 2 აპრილის ღამეს 30 დან 100 – მდე გაიზარდა წამყავნი კრიპტოვალუტის (ბიტკოინის) ფასის საგრძნობი ზრდის შემდეგ. ამ წელს ბიტკოინის ფასი პირველად ასცდა 4,500 ა.შ.შ. დოლარის ნიშნულს, რაც ერთი ღამის განმავლობაში 15 პროცენტიან ზრდას ასახავდა. რაც შეეხება რეიტინგს, იგი შედგენილია ალგორითმის მეშვეობით, რომელიც გვიჩვენებს აქტივობის ფარდობით სიხშირეს ბოლოს დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით მოცემული დროისა და რეგიონის მიხედვით. 100 ერთეულის მაჩვენებელი ნიშნავს ძიების პოპულარულობის ყველაზე მაღალ ნიშნულს 50 ერთეული განსაზღვრავს ძიების ნახევრად პოპულარულობას, ხოლო 0 ერთეული კი გვიჩვენებს, რომ ძიებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. სტატისტიკის მიხედვით, ბიტკოინის მონაცემების მოთხოვნასთან დაკავშრებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნიგერიაში, ჰოლანდიაში, სამხრეთ ამერიკაში, ავტრიასა და შვეიცარიაში დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ბიტკოინთან დაკავშირებული ძიების სიხშირის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კალიფორნიაში, ვაშინგტონში, ნევადაში, ნიუ იორკსა და კოლორადოში დაფიქსირდა.

2018 წლის ნოემბრის შემდეგ 2019 წლის 3 აპრილს ბიტკოინის ფასმა პირველად გადაკვეთა 5,000 ა.შ.შ. დოლარიანი ნიშნული, რაც კრიპტოსავალუტო ბაზრების წინა სამი დღის ზრდის ტენდენციის გაგრძელებას ასახავდა. ბოლო დროის ფასის ზრდასთან დაკავშირებით კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა ტონი ვეისმა განაცხადა, რომ ბიტკოინი დიდად არ განსხვავდება სხვა ტრადიციული ფინანსური აქტივებისაგან და ამიტომ შესაძლოა, რომ ფასის უეცარი ზრდა საბაზრო სპეკულაციების შედეგიც იყოს.  ამასთანავე, ზოგიერთის აზრით, აპრილში დაგეგმილი Brexit – ის გამო ინვესტორების დიდი ნაწილი ბრიტანულ ფუნტებს ბიტკოინში ცვლიან, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია, თუმცა ანალიტოკსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბოლო დროის ფასის ცვლილები ძრითადად ალგორითმული ვაჭრობის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/google-search-requests-for-bitcoin-tripled-during-recent-price-surge

© 2020 MyCoins.ge all rights reserved