ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს
27/09/2024
ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

მსოფლიო მასშტაბით, დიდი ეკონომიკების თითქმის ერთდროულად გატარებულმა, შემსუბუქებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ყველაზე პოპულარული კრიპტო აქტივის ფასის ზრდა გამოიწვია.

ბოლო 24 საათში ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ქოინი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და Coingecko-ს მონაცემებით, 65 000$-ს გადააჭარბა. ამ ნიშნულზე ბიტკოინი აგვისტოს პირველი კვირის შემდეგ არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი ამჟამად გასული კვირის მაჩვენებელზე დაახლოებით 10%-ით მეტია, კრიპტო ენთუზიასტები ტენდენციას „ბულ რანს“ ჯერაც ვერ უწოდებენ. ანალიტიკოს უილ კლემენტეს აზრით, „65 000$ ის ფსიქოლოგიური ბარიერია“, რომელიც ბაზარს „ბულ“ განწყობებში დაარწმუნებს.

აქტივის სასარგებლოდ შეიძლება იმუშავოს იმ ფაქტმაც, რომ BlackRock-ის IBIT-ზე „ოფშენებით“ ვაჭრობა ამიერიდან ნებადართულია. ამან, კი შესაძლოა ფიზიკური და ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი გამოიწვიოს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved