ბიტკოინის ჰალვინგი U.S.-ის $25 ტრილიონის ოდენობის ნაციონალური ვალის ფონზე

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ჰალვინგი U.S.-ის $25 ტრილიონის ოდენობის ნაციონალური ვალის ფონზე
07/05/2020
ბიტკოინის ჰალვინგი U.S.-ის $25 ტრილიონის ოდენობის ნაციონალური ვალის ფონზე

12 მაისის შემდეგ, ბიტკოინის ჰალვინგის შედეგად, 12.5 ერთეულის ნაცვლად, მაინერები 6.25 ბიტკოინს მიიღებენ. ძირითადი თეორიის თანახმად, იმისათვის, რომ მაინერებმა მოგება არ დაკარგონ, ისინი გადადებენ თავიანთი ბიტკოინების გაყიდვას გარკვეული დროით და შემდეგ გაყიდიან მომგებიან ფასად.

თუ თეორიას გავაგრძელებთ, მიწოდება შემცირდება ყოველთვიურად, ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ მოთხოვნა იგივე დარჩება, მაშინ ბიტკოინის ფასი ბუნებრივად გაიზრდება ყოველ თვე. და ეს მიგვიყვანს ზუსტად იქ, რაც მოხდა ბიტკოინის წინა 2 ჰალვინგის დროს.

  • ბიტკოინის პირველი ჰალვინგი: 2012 წელს, ბიტკოინის ფასი $11-დან $1,000-მდე გაიზარდა
  • ბიტკოინის მეორე ჰალვინგი: 2016-2017 წლებში ფასი $700-დან $20,000-მდე გაიზარდა.
  • ბიტკოინის მესამე ჰალვინგი: 2020 წლის 12 მაისი – ფასის ცვლილება ჯერჯერობით უცნობია

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ბიტკოინის ფასი მიაღწევს ასტრონომიულ, ყველა დროის ყველაზე მაღალ ფასს. Dan Morehead, Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებობს 50%-იანი შანსი, ბიტკოინის ფასმა 2021 წლის აგვისტომდე $500,000-ს მიაღწიოს.

რატომ არის წლევანდელი ჰალვინგი განსხვავებული?

მართებულია თუ არა Dan Morehead, ჯერ არ ვიცით. ერთი რამ კი ზუსტად ცნობილია – ბიტკოინის ირგვლივ, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამავდროულად, წელს ბევრი სხვა ფაქტორია:

  • საფონდო ბირჟების კიდევ ერთი კრიზისი
  • COVID-19-ის მეორე ტალღა
  • Fed-ის მიერ ტრილიონობით დოლარის ბეჭდვა
  • დეფლაცია, რომელიც იწვევს ჰიპერინფლაციას
  • ბანკების და, ზოგადად, პოლიტიკური არასტაბილურობა
  • დოლარის დევალვაცია

ერთხელ ნობელის პრემიის გამარჯვებულმა და ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, პროფესორმა მილტონ ფრიდმანმა თქვა: ,,ვფიქრობ, რომ ინტერნეტი მთავრობის, როგორც მთავარი ძალის გავლენას შეამცირებს. ერთი რამ, რაც ამ პროცესს აკლია, მაგრამ რაც მალე განვითარდება, საიმედო ელექტრონული ფულია. ”

შეიძლება ეს ბიტკოინი იყოს, ან იქნებ რამე სხვა? კითხვები კიდევ ბევრია…

თუ ფედერალური სარეზერვო ფონდი გააგრძელებს ფულის დიდი რაოდენობით დაბეჭდვას მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, შეიძლება ხალხმა დოლარის მიმართ რწმენა დაკარგოს? როგორ იმოქმედებს ამჟამინდელი ეკონომიკური კლიმატი ბიტკოინის ფასზე განახევრების დროს? შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის ჰალვინგმა ეკონომიკური გაურკვევლობა და გაჩნდეს მილიონერთა ახალი კლასი?

დაველოდოთ 12 მაისს 🙂

Forbes.com-ის მიხედვით

© 2018 MyCoins.ge all rights reserved