ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ $40,000-ს გადაცდა! რამ გამოიწვია ეს?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ $40,000-ს გადაცდა! რამ გამოიწვია ეს?
08/02/2021
ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ $40,000-ს გადაცდა! რამ გამოიწვია ეს?

ბიტკოინის (BTC) ფასმა რეკორდულ ნიშნულს $44,500-ს მიაღწია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასმა კვლავ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, რაც გასული კვირის დაბალი მაჩვენებლის შემდეგ საგრძნობლად დიდ 14% – იან ზრდას ნიშნავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის (BTC) ფასი $37,388 – $39,845 მერყეობდა დღეის მაჩვენებლით კი ის უკვე $44,500-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბაზარზე სხვა ციფრული ვალუტების მდგომარეობას – რანკით მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა – ეთერიუმი (Ether), უკვე $1.700-ს გადაცდა რაც გასული 24 საათის შემდეგ 7%-იან ზრდას შეადგენს.

ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე თანამედროვე ბრენდმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა და განაცხადა, რომ მის მომხმარებელს უკვე Tesla-ს მანქანების შეძენა ბიტკოინის საშუალებითაც შეეძლებათ.

ექსპერტების ვარაუდით ბიტკოინის (BTC) ფასის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved