ბიტკოინის (BTC) ფასი $40,000-ს ჩამოსცდა – დროა ინვესტირებისთვის?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ფასი $40,000-ს ჩამოსცდა – დროა ინვესტირებისთვის?
19/05/2021
ბიტკოინის (BTC) ფასი $40,000-ს ჩამოსცდა – დროა ინვესტირებისთვის?

მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა, ბიტკოინი (BTC), ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 18%-ით შემცირდა და თებერვლის თვის შემდეგ პირველად ჩამოსცდა $40,000 ნიშნულს.

რამ განაპირობა ბიტკოინის (BTC) ფასის მსგავსი ვარდნა?

მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ Tesla-ს განაცხადია, რის მიხედვითაც კომპანია ბიტკოინით (BTC) გადახდების მიღებას წყვეტდა. მიზეზად კი Tesla-ს მფლობელმა, ილონ მასკმა, ის დაასახელა, რომ ბიტკოინის (BTC) გამომუშავება გარემოსთვის ზიანის მომტანია.

Buy_crypto

Tesla-ს განცხადებასთან ერთად, ბიტკოინის (BTC) ღირებულებაზე იმოქმედა ინდოეთის ცენტრალური ბანკის განცხადებამაც, სადაც ისინი ადგილობრივ ბანკებს, კრიპტოვალუტების მიმართებაში, სხვადასხვა შეზღუდვებს უწესებენ.

მაგრამ მაინც, უნდა იყიდო კრიპტოვალუტა კლებისას?

უამრავი კრიპტომოყვარულის თქმით, სწორედ ფასის კლებისას არის იდეალური დრო საინვესტიციოდ. ამ აზრის გასმყარებლად კი გასული დროის მაგალითები მოჰყავთ, როდესაც 2017/2018 წელს ბიტკოინის (BTC) ღირებულება 85%-ით შემცირდა, მაგრამ სულ მცირე დროში კვლავ დაუბრუნდა თავის სიმაღლეს და რეკორდულ მაჩვენებელს $63,000-ს მიაღწია. კრიპტომოყვარულთა აზრით, დღესაც მსგავსი სცენარი მეორდება და სულ მცირე დროში ბიტკოინი (BTC), სავარაუდოდ, კვლავ დაუბრუნდება თავდაპირველ მწვერვალებს.

შენ რას ფიქრობ, აპირებ კრიპტოს შეძენას კლებისას?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved