ბიტკოინი (BTC) $50,000-ს გადასცდა, რითაც მისი ღირებულების, ბოლო 3 თვის, უმაღლესი ნიშნული დააფიქსირა. ექსპერტების აზრით, მსგავსი ფასის მატება, შესაძლოა მარტივად ნიშნადვეს Bear Market-ის დასასრულს და კრიპტო სამყაროსთვის ახალი Bull Run-ის დაწყებას.
მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა, საკუთარ ბოლო დროის უმაღლეს ნიშნულს კვირა დღეს მიუახლოვდა და $50.296 დააფიქსირა.
ბიტკოინის (BTC) ყველაზე მაღალი ნიშნული აპრილის თვეში იყო, როდესაც კრიპტოვალუტა $64,000 ნიშნულს გადასცდა, რის შემდეგაც, ივნისის თვეში, დიდი ვარდნა განიცადა და $30,000-მდე ჩამოვიდა.
ბოლო დროის მანძილზე, ბიტკოინის (BTC) მსგავსად იზრდებიან სხვა კრიპტოვალუტებიც. ეს ყველაფერი კი, კრიპტომოყვარულთა აზრით, კრიპტო მარკეტის გაზრდის ახალი ტალღის დასაწყისია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიც ბიტკოინია, 2021 წლის ბოლოს შესაძლოა $100,000 ნიშნულსაც გადასცდეს და წლის ბოლოსკენ ახალი რეკორდები დაამყაროს.
შენ რას ფიქრობ, სადამდე ავა ბიტკოინის (BTC) ღირებულება 2021 წლის ბოლოს?