მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ბოლოდროინდელი მდგომარეობა ბიტკოინის ფასის ზრდას გამოიწვევს. – აღნიშნა კრიპტოსავალუტო ბირჟის ,,Gemini”-ს თანადამფუძნებელმა და კრიპტო მილიარდერმა Tyler Winklevoss-მა.
,,ფედერალური ბანკი ბიტკოინის მორიგი ხარული ტრენდისთვის წინაპირობას ქმნის”- აღნიშნა Twitter-ზე 22 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში Tyler Winklevoss-მა და ამას თან დაურთო სამთავრობო სააგენტოს მიზნებზე გამოქვეყნებული სტატია. Winklevoss-ის მტკიცებით, ახლა იდეალური დროა ბიტკოინის საყიდლად, რადგან მთავრობა COVID-19-ისგან ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის მხარდასაჭერად $2 ტრილიონის მოცულობის „სტიმულირების პაკეტის” ამოქმედებას იწყებს.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/07/image.png)
ამერიკული დოლარის მოსალოდნელ ინფლაციაზე მითითებით, Winklevoss-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ BTC-ის შეზღუდული რაოდენობა და მიწოდება იცავს მის ღირებულების გაუფასურებისგან, რაც მას მიმზიდველ საინვესტიციო აქტივად აქცევს.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/07/image-1.png)
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში ბიტკოინის ფასი ზრდის შედეგად $9,500-იან ნიშნულს გაცდა და $9,527-ს მიაღწია. ფასის დინამიკა კი გასული 7 დღის ჭრილში ასე გამოიყურება.
![](https://mycoins-blog-w3-total-cache.s3.amazonaws.com/wp-content/uploads/2020/07/chart-21-scaled.jpeg)