ბიტკოინი 11,000 დოლარის ნიშნულს გადაცდა, სავაჭრო კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ფასი

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი 11,000 დოლარის ნიშნულს გადაცდა, სავაჭრო კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ფასი
05/08/2019
ბიტკოინი 11,000 დოლარის ნიშნულს გადაცდა, სავაჭრო კონფლიქტის ფონზე გაზრდილი ფასი

ბიტკოინის ფასი კვლავ მაღალი ნიშნულისაკენ მიისწრაფვის. შეგახსენებთ, რომ მისი ფასი ბოლოს 11,000 დოლარის ნიშნულს ივლისის შუა რიცხვებში გადაცდა და მიაღწია რა თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს (13,077 დოლარს), რის შემდგომაც მცირედი რყევების გათალისწინებით თვის ბოლომდე 27.7%-ით შემცირდა. 31 ივლისადან ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ივლისის მაღალი მაჩვენებლების შემდგომ კვლავ სცდება 11,000 დოლარის ნიშნულს. კრიპტოვალუტის ფასის ზრდა დაკავშირებულია ბოლო პერიოდში აზიაში მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტზე.

ჩინური იენის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა, ერთი დოლარი 7 იენს გაუტოლდა. ჩინეთის მთავრობა გეგმავს ამერიკიდან სასოფლო-სამეურნეო იმპორტის შეჩერებას, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი სექტემბრიდან 10%-იანი ტარიფი დაემატება ჩინეთიდან 300 მილიარდი დოლარის იმპორტს.

ამერიკული საგადახდო პლატფორმის CoolBitX Ltd-ის საოპერაციო სამმართველოს უფროსმა, ტომ მაქსონმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო კომფლიქტი ხელს უწყობს ხარული ბაზრის გააქტიურებას, რაც კრიპტოვალუტების დადებით დინამიკას კიდევ უფრო გაზრდის.

„ბიტკოინი მალე 12,000 დოლარს მიუახლოვდება. იმისდა გავითვალისწინებთ, რომ მაკრო პრობლემები რეალურად გავლენას ახდენენ ბიტკოინის ფასზე“ – განაცხადა ციფრული აქტივების სავაჭრო ფირმის Genesis Block-ის უფროსმა ტრეიდერმა, ჩარლზ იანგმა.

წყარო: https://myc.ge/2Kleuri

© 2018 MyCoins.ge all rights reserved