Cointelegraph-ის მიხედვით, ბიტკოინი ახალი ,,Apple” შეიძლება გახდეს და 2023 წლისთვის მისმა ფასმა ,,Apple”-ის ზრდის სცენარის გამეორების შედეგად $60,000-ს მიაღწიოს. საინტერესოდ ჟღერს, არა?
მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენება, პირველი ორი წლის განმავლობაში მათი ზრდა საშუალოდ მხოლოდ 20%-ს შეადგენდა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50%-იანი ზრდის ტემპმა კი მიუთითა, რომ ახალი ტექნოლოგია მომხმარებელთა უფრო ფართო ჯგუფებმა აითვისეს.
Apple-მა iPhone 2007 წლის ივნისში წარადგინა და პირველივე შაბათ-კვირას 300,000 ერთეული გაყიდა, iPhone 3G კი ერთი წლის შემდეგ, მის სადებიუტო შაბათ-კვირას 1 მილიონი ერთეული გაიყიდა.
ამ სცენარის მიხედვით Apple-ს ფასების სტაბილური გრაფიკის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ასე არ მოხდა.
როგორც გრაფიკზე ჩანს, 63%-იანი ზრდა 2007 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში დაფიქსირდა, მაგრამ ამ პერიოდის მოუხედავად, ფასის 22%-ით შემცირება სულ რაღაც 5 დღეში მოხდა. არც 2008 წლის დასაწყისი აღმოჩნდა იდეალური ბრენდის განვითარებისთვის. 2008 წლის პირველ კვარტალში, Apple–ის S&P 500 ინდექსის მაჩვენებელი 29,5%-ით განისაზღვრა.
რა კავშირშია ეს ყველაფერი ბიტკოინთან?
როგორც ComScore-ის მონაცემები აჩვენებს, 2008 წელს აშშ-ში სმარტფონების შეღწევადობა 10%-იანი ნიშნულისთვის იბრძოდა, მისი მომხმარებლები კი ,,early adopter”-ის ფაზაში იყვნენ, შესაბამისად, ინვესტორებს ლოგიკური ეჭვები ჰქონდათ სმარტფონების მომავალთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ მათ მომავალზე ბევრი პრესტიჟული საინვესტიციო კომპანია ოპტიმისტურ იმედებს ამყარებდა. ბიტკოინის გზას ჰგავს, არა?
მართლაც, როგორც ზემოთ მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო დროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა 11% ფლობს ბიტკოინს(BTC), რაც იგივე დონეზეა, როგორც სმარტფონების მიერ ბაზრის ათვისება 2008 წლის დეკემბერში. მსგავსი კორელაციაა ბიტკოინსა და S&P 500 ინდექსს შორის.
ფაქტია, 2010 წლის ივნისში iPhone 4-ის გამოშვებამ საბოლოოდ გაფანტა ყველა ეჭვი და ,,Apple”-ს ზრდის მაჩვენებლებმა რეკორდულ ციფრებს მიაღწია. შეიძლება იგივე გამეორდეს ბიტკოინის შემთხვევაშიც? თუმცა საინტერესოა, რა შეიძლება გახდეს მისთვის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი?
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციურ ტექნოლოგიად, უდავო უპირატესობებით ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან და თავად ოქროსთან, მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება სჭირდება.
ამავდროულად, ზემოთ აღნიშნული შედარება ბევრ კითხვას აჩენს.
მაგალითად, არის კი ბიტკოინი ნამდვილი ტექნოლოგია, ისევე როგორც სმარტფონი, კომპიუტერი თუ ის უბრალოდ განსხვავებული, უნიკალურია და ცალკე კლასიფიცირება სჭირდება?
ასევე, მართალია ზრდის და ბაზრის ათვისების თვალსაზრისით ბიტკოინსა და ,,Apple”-ს შორის მსგავსებები შეიძლება იყოს, თუმცა რამდენად სწორია ამჟამინდელი ბიტკოინის ტექნოლოგიური გიგანტის ადრეულ ვერსიასთან შედარება?
შენ როგორ ფიქრობ?
სტატია მომზადებულია Cointelegraph-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით