ბრიტანეთმა კრიპტო ვალუტის ბირჟებს გადასახადი დაუწესა

Home » ბლოგი » ბრიტანეთმა კრიპტო ვალუტის ბირჟებს გადასახადი დაუწესა
29/11/2021
ბრიტანეთმა კრიპტო ვალუტის ბირჟებს გადასახადი დაუწესა

კრიპტო ბირჟებს დიდ ბრიტანეთში, ციფრულ სერვისებზე 2%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევთ, ნათქვამია Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო ორგანო (HMRC) არ ცნობს ციფრულ აქტივებს ფინანსურ ინსტრუმენტებად შესაბამისად, ბირჟებს არ ეხება ფინანსური წახალისება.

28 ნოემბერს მენეჯმენტმა კრიპტო ვალუტის ბირჟები, ფინანსთა სამინისტროს ტექნოლოგიურ გადამხდელთა სიაში შეიყვანა.

CryptoUK-ის აზრით, გადასახადი უსამართლოა. აღნიშნული გახლავთ სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ციფრული აქტივების სექტორს დიდ ბრიტანეთში.

კომპანიის დირექტორის, იან ტეილორის თქმით, განსხვავებული დამოკიდებულება კრიპტო ვალუტების და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ, როგორიცაა აქციები ან საქონელი, საზიანოა კრიპტო სექტორისთვის.

მან აგრეთვე დასძინა, რომ აღნიშნული გახლავთ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა ინდუსტრიისთვის მას შემდეგ, რაც ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA) დააწესა მჭიდრო ლიცენზირების სისტემა ბირჟებისთვის.

წყარო

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved