„გრეისქეალი“ – კრიპტო ზამთრის დასრულებამდე შესაძლოა 250 დღე დარჩა

Home » არაკატეგორიზირებული » „გრეისქეალი“ – კრიპტო ზამთრის დასრულებამდე შესაძლოა 250 დღე დარჩა
21/07/2022
„გრეისქეალი“ – კრიპტო ზამთრის დასრულებამდე შესაძლოა 250 დღე დარჩა

კომპანია „გრეისქეალ ინვესტმენტის“ (Grayscale Investments) ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ციფრულ ბაზარზე მიმდინარე დაღმავალი (დათვური) ტრენდი, რომელიც ივნისში დაიწყო, შესაძლოა კიდევ 250 დღე გაგრძელდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაზარი მისთვის დამახასიათებელ ციკლს დაიცავს (რაც ადრე ყოველთვის ხდებოდა).

„გრეისქეალი“ (Grayscale) აღნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების ბაზარს, ციკლურობა ახასიათებს, რაც ამ ციკლების განმავლობაში, ფასების გარკვეული მიმართულებით მოძრაობას მოიაზრებს. კომპანიის განსაზღვრებით, ციკლი იწყება მომენტში, როდესაც ეგრეთ წოდებული რეალიზებული ფასი, მიმდინარე საბაზრო ფასზე დაბლა ჩამოდის.

რეალიზებული ფასი არის ყველა აქტივის ყიდვის მომენტის ფასი, გაყოფილი ამ აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციაზე (ყველა აქტივის ჯამურ ფასზე). ასე განისაზღვრება მომგებიანი პოზიციების რაოდენობა. ახლახანს BTC-ს რეალიზებული ფასი, საბაზრო ფასს ჩამოსცდა. ეს კი „გრეისქეალის“ ანალიტიკოსებმა, დათვური (დაღმავალი) ბაზრის დასაწყისად განსაზღვრეს.

კომპანია თვლის, რომ დათვური ბაზარი საუკეთესო პერიოდია ინვესტირებისთვის. წინა ციკლების განმეორებადობის შესაბამისად, ის დაახლოებით 250 დღე უნდა გაგრძელდეს.

„გრეისქეალი“ იხსენებს, რომ 2012–2015 წლებში ბაზრის ციკლები განსაზღვრა ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიც იყო საბაზრო პლატფორმა „სილკ როუდის“ განვითარება და შემდეგ დაცემა, რასაც კრიპტო ბაზარზე პირველი დიდი დაღმავალი ტრენდი მოჰყვა. იმავე პერიოდში შეიქმნა ეთერიუმი, დიდი სავაჭრო პლატფორმები და ელექტრონული საფულეები, რასაც ბაზრის საფეხურებრივი ზრდა მოჰყვა.

2016-2019 წლები დასამახსოვრებელი იყო IPO-ებით (მონეტების პირველადი შეთავაზებები), რაც ეთერიუმის სმარტ კონტრაქტების ფუნქციონალობამ გახადა შესაძლებელი. აღმავალი ტრენდი 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდა, რაც დაღმავალმა ტრენდმა შეცვალა.

კოვიდ-19 პანდემიის დროს, საკრედიტო მხრით ვაჭრობა განვითარდა, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში, მთავრობების მხრივ, ხარჯების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ამის კვალად, ბაზარზე ფულის მასის სიჭარბემ. ასე დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდა. მაგრამ როგორც კი ფასების ვარდნა დაიწყო, მოვაჭრეები იძულებული ხდებოდნენ, საკუთარი პოზიციები დაეხურათ (ხშირად წამგებიან მომენტში, უფრო დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად). შედეგად, ბიტკოინის ფასი რეკორდული 64 800 დოლარიდან, 29 000 დოლარამდე დაეცა.

ამჟამად საკრედიტო მხრით გახსნილი პოზიციების ლიკვიდაციები მიმდინარეობს, რაც ბაზარზე დაღმავალ მოძრაობას იწვევს. შესაბამისად, ეს გარემოება, ფასების ზრდას ზღუდავს. ამ პროცესში, ცუდი დღე დაადგათ საკრედიტო კომპანიებს, როგორებიცაა „ცელსიუსი“ და „თრი ეროუზ კეპიტალი“.

დაბოლოს, „გრეისქეალი“ გვახსენებს, რომ დათვური ბაზარი საუკეთესო პერიოდია ინვესტირებისთვის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved