გაცნობებთ, რომ კრიპტოვალუტები არ სცობენ არც ერს, არც მთავრობას, არც საზღვრებს, არც რელიგიას, არც მოქალაქეობას. კრიპტოვალუტები ამ ეტაპზე არის თავისუფლების და ნამდვილი დემოკრატიულობის ერთადერთი გარანტი ამ ეტაპზე.
მოქმედ სისტემას, რომელსაც მასიურად უზრუნველყოფს ერთადერთი პროგრამული უზრუნველყოფა – SWIFT ი, არის კორუმპირებული და მანიპულირებადი, რომელსაც ძალიან მალე ჩაანაცვლებს ბლოქჩეინში ჩაშენებული კრიპტოგრაფიული მიმართულება. ჯერ კოვიდმა, ახლა კი ომმა მხოლოდ დააჩქარა აღნიშნული პროცესები.
მსოფლიო კრიპტოინდუსტრიის მიღების წკიპზეა, ჩვენი აზრით უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ რომელიმე უდიდესი ქვეყნის მიერ კრიპტოვალუტების ლეგალიზების ფაქტი, სავარაუდოდო ეს იქნება მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა – რუსეთი. ხოლო დანარჩენ ქვეყნებს სხვა გზა არც კი დარჩებათ, რადგან ყველა ქვეყანა უკვე აცნობიერებს, რომ ბლოქჩეინი და მესამე თაობის ინტერნეტი არის ტექნოლოგია, სადაც ჩამორჩენის უფლება არავის აქვს.