ეთერიუმის ფონდი მომდევნო წელს ახალი პროექტების დაფინანსებას აპირებს

Home » სიახლეები » ეთერიუმის ფონდი მომდევნო წელს ახალი პროექტების დაფინანსებას აპირებს
13/05/2019
ეთერიუმის ფონდი მომდევნო წელს ახალი პროექტების დაფინანსებას აპირებს

ConsenSys’ Ethereal-ის სამიტზე, ეთერიუმის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის აია მიაგუჩის განცხადების მიხედვით, კომპანია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებზე ჯამურად $ 30 მილიონი ა.შ.შ. დოლარის დახარჯვას აპირებს. მომავალი წლის ფარგლებში, ფონდი საკუთარ სახსრებს ეთერიუმის ქმედითუნარიანობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე გადაანაწლებს, რომელიც თავის მხრივ სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს Ethereum 1.x-ის მიმდინარე ალგორითმზე (PoW) მუშაობას, ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასა და განვითარებას, ჰაკათონების ორგანიზებით ალტერნატიული მონეტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ურთიერთობების განვითარებასა და ახალი ნიჭის მოზიდვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდი ეთერიუმის სამყაროში აკადემიური წარმომადგენლების ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ მოიზიდავს მაღალი დონის მკვლევარებს, დეველობერებსა და ამავდროულად აკადემიური გუნდებისა და ორგანიზაციების გრანტებს. რაც შეეხება სპეციფიკურ პროექტებს, ეთერიუმის ფონდმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს და ამავდროულად დააფინანსოს MolochDAO-ს სისტემა, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტალურ, დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც საბოლოოდ ეთერიუმისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას მოიცავს.

კრიპტო ანალიზის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რაიან სელკისის პროგნოზის მიხედვით, Ethereum 2.0-ის ე.წ. მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ქმედებაზე (PoS) გადასვლა 2021 წლამდე ვერ მოხერხდებოდა. ამავდროულად, მისივე განცხადების მიხედვით, ეთერიუმისათვის PoW ალგორითმი ორი-სამი წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის (სტატუს ქვო) ამსახველი იქნება, მაშინ როცა PoS ალგორითმზე გადასვლა იმაზე გაცილებით მეტ დროს წაიღებს ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ Ethereum 1.x-ი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ერთ-ერთ საუკეთესო სისტემას წარმოადგენს. კომპაანიის წარმოადგენლების მიხედვით აღნიშნული ალგორითმი ფართოდ არის გავრცელებული მრავალი სხვა სკრიპტპოვალუტის სისტემაში, რომელიც მოიცავს როგორც ბიტკოინს (BTC) ისე ეთერიუმს (ETC).[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/ethereum-foundation-announces-annual-funding-next-devcon-location

© 2020 MyCoins.ge all rights reserved