ეთერიუმის ქსელში ეპოქალური განახლება განხორციელდა

Home » ბლოგი » ეთერიუმის ქსელში ეპოქალური განახლება განხორციელდა
15/09/2022
ეთერიუმის ქსელში ეპოქალური განახლება განხორციელდა

ეთერიუმის (ETH) ქსელში გლობალური განახლება „მერჯი“ (შერწყმა – The Merge) წარმატებით განხორციელდა, რომელსაც კრიპტო და ფინანსური სამყარო მოუთმენლად ელოდა. ქსელი პროტოკოლ პრუფ-ოფ-ვორკიდან (PoW), თვისობრივად ახალ პრუფ-ოფ-სტეიკ (PoS) სისტემაზე გადავიდა.

ტექნიკურ ენაზე ეს, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინის უსაფრთხოებას ამიერიდან უზრუნველყოფენ არა მაინერები (მომპოვებლები), არამედ ვალიდატორები. ესენი არიან მომხმარებლები, რომლებმაც საკუთარი კრიპტო აქტივები – ეთერიუმის მონეტები სტეიკინგზე განათავსეს.

როგორც განახლების ავტორები ამბობენ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მერჯის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ გადაიჭრას ის წარმოქმნილი პრობლემები, რომლებსაც მომხმარებელთა რიცხვის ზრდა იწვევს. გარდა ამისა, გაიზრდება ქსელის მუშაობის სიჩქარე, ეფექტურობა და მასშტაბირებადობა. შედeგად, ქსელი დროის ერთეულში გაცილებით მეტი ტრანზაქციის გადამუშავებას შეძლებს და მომხმარებლებს უფრო მაღალი დონის დაცულობითაც უზრუნველყოფს.

განახლების შემდეგ, ეთერიუმის ქსელი დიდი ალბათობით, გაიყოფა (ფორკი). ამ შემთხვევაში, უმსხვილესი კრიპტო პლატფორმები, როგორებიცაა „ბაინენსი“, „პოლონიექსი“ და სხვები, მზად არიან, თავიანთ მომხმარებლებს განაყოფი კრიპტო (ETHW) იმავე მოცულობით დაურიცხონ, რამდენიც ანგარიშზე ETH აქვთ.

კომპიუტერულ პროგრამებზე მომუშავე ებრაული კომპანია „სტარკვეარის“ თანა-დამაარსებელი და პრეზიდენტი ელი ბენ-სასონი ამბობს, რომ მერჯის დაუყოვნებელი ეფექტი, ენერგო მოხმარების მკვეთრი შემცირებაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, ეს არის ეთერიუმის მასობრივი ადაპტაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ეთერიუმს განსაზღვრული აქვს ეგრეთ წოდებული საგზაო რუკა, რომელიც შემდგომი განახლებების განხორციელებას ითვალისწინებს. მათი კოდური სახელებია სურჯ (Surge – ღელვა), ვერჯ (Verge – ზღვარი), პურჯ (Purj – გაწმენდა) და სპლურჯ (Splurge – ტრაბახი).

აღსანიშნავია, რომ პრუფ-ოფ-ვორკ მაინერების ჯგუფი, რომელიც „ETHW ქორ-ის“ სახელითაა ცნობილი, მერჯიდან 24 საათში ჩაატარებს ჰარდ ფორკს, რომლის შედეგადაც, კრიპტო ვალუტა ETHW შეიქმნება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved