ექსპერტები – ეთერიუმი (ETH) ჯერ დაიკლებს და შემდეგ ზრდას დაიწყებს

Home » ბლოგი » ექსპერტები – ეთერიუმი (ETH) ჯერ დაიკლებს და შემდეგ ზრდას დაიწყებს
22/07/2022
ექსპერტები – ეთერიუმი (ETH) ჯერ დაიკლებს და შემდეგ ზრდას დაიწყებს

ბაზრის კვლევებზე მომუშავე ვებგვერდ „ფაინდერის“ მიერ, კრიპტო ბაზრის 54 ექსპერტის გამოკითხვამ, საინტერესო შედეგები გამოავლინა. ექსპერტების გასაშუალოებული პროგნოზით, ეთერიუმის (ETH) ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში 675 დოლარამდე დაიკლებს, შემდეგ კი ისევ ზრდის ციკლი დაიწყება. ექსპერტთა პროგნოზით, ეთერიუმის (ETH) ფასი ამ წლის ბოლოსთვის 1 711 დოლარის ფარგლებში იქნება, 2025 წლისთვის კი 5 739 დოლარამდე გაიზრდება. აქედან მოყოლებული, ეთერიუმის (ETH) ფასი ათწლეულის ბოლომდე, დაახლოებით ორ ნახევარჯერ მოიმატებს. მაგრამ იმავე ექსპერტების შეფასებით, კრიპტო ბაზრის მეორე ყველაზე პოპულარულ ვალუტას, ფსკერისთვის ჯერ არ მიუღწევია და სანამ ზრდას დაიწყებს, მისი ფასი შესაძლოა 675 დოლარამდე დაეცეს.

ფაინდერი“ ექსპერტების გამოკითხვას ეთერიუმის (ETH) ფასთან დაკავშირებით, ყოველკვირეულად და ყოველკვარტალურად ატარებს. ყოველკვირეულ გამოკითხვაში, საკუთარ პროგნოზს, მონაცვლეობით ხუთი ექსპერტი აკეთებს. ისინი უბრალოდ ამბობენ, მომდევნო კვირაში ეთერიუმის (ETH) ფასი აიწევს, დაიწევს, თუ არსებულ დონეზე დარჩება. ისინი რიცხვებს არ აკონკრეტებენ.

ყოველკვარტალური გამოკითხვები უფრო ფართომასშტაბიანია და მასში 54 ექსპერტი მონაწილეობს. ამ შემთხვევაში, პროგნოზები გრძელვადიანია და მათ მომდევნო ათწლეულში ფასის პროგნოზირება უწევთ.

იანვარში ჩატარებული გამოკითხვით, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2030 წლისთვის ეთერიუმის (ETH) ფასი 26 338 დოლარს მიაღწევდა. აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას, მათი პროგნოზი ოდნავ, 23 372 დოლარამდე შემცირდა. ივლისის პროგნოზის შესაბამისად კი, ათწლეულის ბოლოს ეთერიუმის (ETH) ფასი 14 412 დოლარამდე იქნება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს როიტერსის ანალიტიკოს ჯოზეფ რაჩინსკის, ვინც ვარაუდობს, რომ ამ წლის ბოლოს ეთერიუმის (ETH) ფასი 2 000 დოლარის ფარგლებში იქნება. მისი არგუმენტი ისაა, რომ „მერჯზე“ გადასვლა, ახლანდელ ფასზე ასახული არაა. „მერჯის“განხორციელება სექტემბერში იგეგმება და მოსალოდნელია, რომ ეს გარემოება, ფასზე დადებითად აისახება.

საინტერესოა, რომ რაჩინსკი ეთერიუმს (ETH) კრიპტო სამყაროს ცისფერსისხლიან ნაწილად მოიხსენიებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved