ექსპერტები რიპლის (Ripple/XRP) ფასის 2.55 დოლარამდე ზრდას მოელიან

Home » ბლოგი » ექსპერტები რიპლის (Ripple/XRP) ფასის 2.55 დოლარამდე ზრდას მოელიან
20/05/2022
ექსპერტები რიპლის (Ripple/XRP) ფასის 2.55 დოლარამდე ზრდას მოელიან

კრიპტო ბაზრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლის (Ripple/XRP) ფასი მიმდინარე წლის ბოლომდე 2.55 დოლარს მიაღწევს. უფრო მეტიც, მათივე პროგნოზით, 2025 წლის ბოლოსთვის ფასი 3.61 დოლარამდე, 2030 წლისთვის კი 4.98 დოლარამდე გაიზრდება.

ანალიტიკურმა კომპანია „ფაინდერმა“ კრიპტო ინდუსტრიაზე სპეციალიზებული 36 ექსპერტი გამოკითხა. მათ მომავალ ათწლეულში რიპლის (Ripple/XRP) განვითარების თაობაზე, საკუთარი პროგნოზები უნდა გამოეთქვათ. საშუალო პროგნოზის შესაბამისად, წლის ბოლომდე რიპლის (Ripple/XRP) ფასის 390 პროცენტით ზრდაა მოსალოდნელი.

ექსპერტები თვლიან, რომ რიპლი (Ripple/XRP) აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიასთან (SEC) გაჭიანურებულ სასამართლო დავას, თავის სასარგებლოდ დაასრულებს და სწორედ ეს გახდება რიპლის (Ripple/XRP) ზრდის მთავარი მიზეზი. თუ რიპლი (Ripple/XRP) ამ საქმეს წააგებს, ეს რიპლის (Ripple/XRP) ფასზე უარყოფითად აისახება.

რიპლის (Ripple/XRP) ფასმა წლის დასაწყისიდან, დაახლოებით 40 პროცენტით დაიწია. ეს კლება თანხვედრაშია კრიპტო ბაზრის საერთო ტრენდთან, რომელიც ამჟამად კორექციულ მოძრაობას ასრულებს. რიპლის (Ripple/XRP) ისტორიული მაქსიმუმი 2018 წელს დაფიქსირდა, როცა 3.31 დოლარს მიაღწია.

„ფაინდერის“ მიერ გამოკითხული ერთ-ერთი ექსპერტი, ფონდ „დიჯიტალ X-ის“ აქტივების მენეჯერი მეტიუ ჰარი ფიქრობს, რომ თუ რიპლი (Ripple/XRP) SEC-თან სასამართლო ჭიდილს წელსვე დაასრულებს და გაიმარჯვებს, რისპლის (Ripple/XRP) ფასმა შესაძლოა 5 დოლარსაც კი მიაღწიოს. ამასთან, მას მიაჩნია, რომ რიპლს (Ripple/XRP) არანაირი ფასი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სპეკულაციის საშუალებაა.

ჰარი ასევე თვლის, რომ რიპლის (Ripple/XRP) ტექნოლოგია შესანიშნავია, მაგრამ SEC-თან გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო, რიპლი (Ripple/XRP) ნაკლებად გამოიყენება. შესაბამისად, ის სპეკულატორებს მხოლოდ იმით იზიდავს რომ იაფი ღირს.

სასექსის უნივერსიტეტის ფინანსების სფეროს პროფესორი ქეროლ ალექსანდერი თვლის, რომ რიპლის (Ripple/XRP) ფასი 2.50 დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს და თუ რიპლი (Ripple/XRP) სასამართლო საქმეს მოიგებს, რიპლი (Ripple/XRP) თანდათან შეცვლის SWIFT-ის სისტემას.

„ფაინდერმა“ უფრო ადრე, მსგავსი გამოკითხვა ეთერიუმთან (Ethereum) დაკავშირებითაც ჩაატარა. მაშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეთერიუმის (Ethereum) ფასი წლის ბოლოსთვის შესაძლოა 5 780 დოლარამდე, 2025 წლის ბოლოსთვის კი 11 760 დოლარამდე გაიზარდოს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved