მას შემდეგ, რაც 11 იანვარს ETF პროდუქტები ჩაეშვა, ბიტკოინი 19%-ით გაუფასურდა. CoinDesk-ის ინფორმაციით, მოვლენების მსგავს განვითარებას კარგად იყენებენ ე.წ “ვეშაპები” – ის ინსტიტუციები ან ინდივიდები, ვინც კრიპტოს განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ფლობს.
მაგალითად, X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული აქტივების ბირჟა Bitfinex-ზე ვიღაც, ბოლო 3 დღეა განუწყვეტლივ, TWAP მეთოდით ყიდულობს $BTC-ის. X-ზევე ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათი შეფასებით, გასულ დღეებში ასე დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების spot-ს დააგროვებდნენ.
Bitfinex-ის ვეშაპები ცნობილი არიან ბაზარზე ცვლილებების გამოწვევით.