ვივეკ რამასვამის კრიპტო-გეგმები აქვს

Home » სიახლეები » ვივეკ რამასვამის კრიპტო-გეგმები აქვს
17/11/2023
Photo: HENNIKER, NEW HAMPSHIRE - OCTOBER 6: GOP Presidential Candidate Vivek Ramaswamy during a SiriusXM Town Hall with David Webb at New England College on October 6, 2023 in Henniker, New Hampshire. (Photo by Scott Eisen/Getty Images for SiriusXM)
ვივეკ რამასვამის კრიპტო-გეგმები აქვს

ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი უკვე დაიწყო და რესპუბლიკური პარტიის საბოლოო კანდიდატობისთვის რამდენიმე პოლიტიკოსი იბრძვის. მათ შორისაა ანტერპრენერი ვივეკ რამასვამი, რომელიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, SEC-ის ყველა თანამშრომელს გაგდებით ემუქრება. რამასვამის ციფრული აქტივების პოლიტიკის თანახმად, SEC-ის ყველა თანამშრომელს მოუწევს კრიპტოს შეეშვას, რადგან კრიპტოაქტივების უმეტესობა ისეთი საქონელია, “რომელიც SEC-ის საქმე საერთოდ არაა”. მისი თქმით, კრიპტო სფეროს თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ეს გეგმები რამასვამიმ Coindesk-ს გუშინ გაუზიარა და მათ დეტალურ განხილვას ტეხასში, ჩრდილო-ამერიკულ ბლოკჩეინის სამიტზე აპირებს.

რამასვამი ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატია, ვინ კრიპტოსთან დაკავშირებული გეგმები გააცხადა. რესპუბლიკური პარტიის რეიტინგში 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობს, რამასვამი კი დაახლოებით 5%-ით, მეოთხე ადგილზეა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved