ინგლისის ბანკი კრიპტოვალუტებით ინტერესდება

Home » სიახლეები » ინგლისის ბანკი კრიპტოვალუტებით ინტერესდება
24/01/2020
ინგლისის ბანკი კრიპტოვალუტებით ინტერესდება

საბანკო ინდუსტრია ნელ-ნელა იწყებს კრიპტოვალუტების მიღებაზე ფიქრს.

ამჯერად, ციფრული ვალუტის უპირატესობებზე და ნაკლებზე სამსჯელოდ ცენტრალური ბანკების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთა შორის ერთ-ერთი ინგლისის ბანკია.

ინგლისის ბანკი ახალი პროცესების დაწყებას აპირებს, რომლის მიზანი იმის გარკვევაა, თუ როგორ შეუძლია ბრიტანეთს ბიტკოინის სტილის ციფრული ვალუტის მიღება. შესაბამისად, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება კანადის და ევროპის სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებთან.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფეისბუქი საკუთარი კრიპტოვალუტის, ლიბრას გაშვებას გეგმავს, რომლის მიმართაც ცენტრალური ბანკები დღემდე რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ და ამის გამო ლიბრამ რამდენიმე პარტნიორი უკვე დაკარგა.

ცენტრალური ბანკის ელექტრონული ვალუტის არსებობის იდეა განიხილება, როგორც გზა, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ოპერაციების გაღრმავებას და გადახდის სისტემის გაუმჯობესებას.

ინგლისის ბანკი პირველი არაა, ვისაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გეგმები აქვს. სულ ცოტა ხნის წინ, შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა დააანონსა, რომ ციფრული ვალუტის e-krona-ს სატესტო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. ბანკმა ამ იდეის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ნაღდი ფულის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა.

საინტერესოა, კიდევ რომელი ბანკები გადადგამენ ნაბიჯს ციფრული ვალუტების მიმართულებით?

წყარო: http://bit.ly/2TVr0nN

© 2018 MyCoins.ge all rights reserved