იყიდე კრიპტოვალუტები მომენტალურად, პირდაპირ გადაბმული Visa/MasterCard ბარათიდან

Home » სიახლეები » იყიდე კრიპტოვალუტები მომენტალურად, პირდაპირ გადაბმული Visa/MasterCard ბარათიდან
23/08/2019
იყიდე კრიპტოვალუტები მომენტალურად, პირდაპირ გადაბმული Visa/MasterCard ბარათიდან

ვიფიქრეთ ეს ინფორმაცია ძალიან დაგაინტერესებდა, მოკლედ და მარტივად აგიხნით, თუ როგორ იყიდო ერთი კლიკით კრიპტოვალუტები MyCoins-ზე დამატებითი საკომისიოს გარეშე, პირდაპირ გადაბმული Visa/MasterCard ბარათიდან.

რა უპირატესობები აქვს გადაბმულ ბარათს:

  • გადაბმული ბარათი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საშუალებაა კრიპტოვალუტების შესაძენად, განსაკუთრებით მოსახერხებელია, იმ შემთხვევაში, თუ კარგი კურსი დაიჭირე, ბალანსზე კი არ გაქვს თანხა.
  • გადაბმული ბარათით ყველაზე მარტივია კრიპტოვალუტების შეძენა, რადგან ბალანსის შესავსებად არ გიწევს MyCoins სისტემის გარეთ გასვლა (ინტერნეტბანკი, მობაილბანკი), მხოლოდ ერთხელ გადააბამ სასურველ ბარათს/ბარათებს და დაზოგავ უამრავ დროს.
  • გადაბმული ბარათიდან კრიპტოვალუტების შეძენა ხდება საკომისიოს გარეშე.

მოგეწონა? მაშინ ეხლა გასწავლით როგორ ხდება ბარათის გადაბმა:

გაიარე ავტორიზაცია შენს MyCoins ანგარიშზე და გადადი ბარათის გადაბმის ფუნქციონალზე. ბარათის გადაბმა მოიცავს 3 ეტაპს:

  1. ბარათის იდენტიფიკაცია

თუ შენ გსურს ახალი ბარათის დამატება, მონიშნე “დაამატე ბარათი” და დააჭირეღილაკს გაგრძელება, რის შემდგომაც ბარათის იდენტიფიკაციის მიზნით შენ გადამისამართდები გადახდის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანო ბარათის მონაცემები.

შენ ასევე შეგიძლია აირჩიო გამოყენებული ბარათი ( სისტემის მიერ იდენტიფიცირებული ბარათი, წარსული ტრანზაქციებიდან), რომლის არჩევის შემთხვევაში შენ პირდაპირ გადადიხარ ბარათის გადაბმის მეორე ეტაპზე.

2. საიდუმლო თანხა

ბარათის იდენტიფიკაციის შემდგომ, ღილაკზე „ბარათის დამატება“ დაჭერით შენი საბარათე ანგარიშიდან ჩამოგეჭრება საიდუმლო თანხა 0-დან 2 ლარამდე.

ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლია სმს/ინტერნეტ/მობაილ ბანკის მეშვეობით. (რომელ ბანკსაც ეკუთვნის ეს ბარათი)

3. საიდუმლო თანხის დადასტურება

როდესაც მიუთითებ ჩამოჭრილი თანხის ზუსტ რაოდენობას, ბარათი ავტომატურად გადაებმება MyCoins  ანგარიშს, ხოლო ჩამოჭრილი თანხა დაგიბრუნდება MyCoins ანგარიშზე.

მეტი კომფორტისათვის, შენ შეგიძლია გადაბმულ ბარათს დაარქვა სასურველი სახელი, ასევე მიანიჭო სტატუსი ძირითადი.

სხვა დეტალები:

  • დღიური ლიმიტი (24 საათი): 2,500 ლარი
  • ერთჯერადი ტრანზაქციის ლიმიტი: 1,200 ლარი
  • ვალუტა: ლარი
  • ბარათის ტიპი: Visa, MasterCard
  • ბარათის წარმომავლობა: მხოლოდ ქართული ბანკის ბარათები

გადააბი ბარათი ეხლავე, დააჭირე ღილაკს “ბარათის გადაბმა”, გაიარე ავტორიზაცია, რის შემდგომაც შენ მოხვდები პირდაპირ ბარათის გადაბმის ფუნქციონალზე, დანარჩენი ეტაპები კი უკვე იცი 🙂

თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში, დარეგისტრირდი უფასოდ და ისარგებლე თანამედროვე კრიპტოსერვისებით.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved