კეიტი ვუდის აზრით, ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს

Home » ბიტკოინი » კეიტი ვუდის აზრით, ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს
29/11/2022
კეიტი ვუდის აზრით, ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს

კრიპტო ბაზარი ამჟამად ზამთრის მდგომარეობაშია. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ფასების ვარდნის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, კრიპტო ბაზარს მომავალი არ აქვს. მაგრამ ასეთი პესიმიზმის ფონზე, „არკ ინვესტის“ შეფი კეიტი ვუდი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ზრდა გარდაუვალია. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს.

მას შემდეგ, რაც ბიტკოინის (BTC) ფასმა მაქსიმუმს მიაღწია, კრიპტო ზამთრის განმავლობაში, 65 პროცენტით გაიაფდა. მაგრამ ვუდი ფიქრობს, რომ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, 2030 წლისთვის მილიონ დოლარამდე გაძვირდება.

„ხშირად საჭიროა საბრძოლო ნათლობის მიღება და კრიზისების გავლა იმისთვის, რომ გადარჩენილები გამოჩნდნენ“, – ამბობს ვუდი და დასძენს, რომ ამ კრიზისის დროს, ბევრი კრიპტო ვალუტა გაქრება და მხოლოდ ისინი დარჩება, რომლებსაც პერსპექტივა აქვს.

ვუდის აზრით, კრიზისის გამო, ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტო ვალუტების ინსტიტუციონალიზაცია დაგვიანდება, მაგრამ საბოლოოდ, მათი დამკვიდრება გარდაუვალია. ვუდის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბიტკოინის (BTC) ფასი ახლანდელთან შედარებით, დაახლოებით 6000 პროცენტით მოიმატებს.

ვუდის საინვესტიციო კომპანია „არკ ინვესტი“ რამდენიმე დიდი კრიპტო კომპანიის აქციების მსხვილ პაკეტებს ფლობს. მათ შორისაა „გრეისქელ ბიტკოინ ტრასტი“, „კოინბეიზ გლოუბლი“ და „ბლოკი“. სამივეში „არკის“ ინვესტიციების ჯამური მოცულობა მილიარდ დოლარს აღწევს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved