კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის 27%-ს კრიპტოვალუტების რეალურ სამყაროში მეტად გამოყენებადობა სურს

Home » სიახლეები » კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის 27%-ს კრიპტოვალუტების რეალურ სამყაროში მეტად გამოყენებადობა სურს
01/07/2019
კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობის 27%-ს კრიპტოვალუტების რეალურ სამყაროში მეტად გამოყენებადობა სურს

გაერთიანებულ სამეფოებში დაფუძნებული კრიპტო- ბირჟის CEX.io-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (რომელიც ტექნოლოგიური სიახლეების საინფორმაციო გამოშვება BTC Manager-მა გამოაქვეყნა), მოსახლეობის 27% იმედოვნებს რომ კრიპტოვალუტებს უფრო მეტი გამოყენება ექნებათ რეალურ სამყაროში. ჩატარებული კვლევა ძრითადად ორიენტირებული იყო გაერთიანებულ სამეფოებში ციფრული ვალუტების ათვისების, გამოყენებისა და მათზე არსებული მოლოდინების დონეებზე. კვლევა, რომელიც მომზადდა ლონდონში დაფუძნებულ კვლევით ფირმასთან Qriously-სთან თანამშრომლობით, მოიცავს 1,013 რესპოდენტს. მონაცემების ანალიზის მიხედვით, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ უჯობესი იქნებოდა აღნიშნული ტექნოლოგიების ინტეგრირება „ყოველდღიურ ტექნოლოგიებთან“, როგორიცაა საგადამხდელო და შემნახველი აპლიკაციები, ხოლო გამოკითხულთა 27%-მა ციფრული ვალუტების „რეალურ სამყაროში“ მეტად ინტეგრირების სურვილი გამოთქვა, რაც საკრედიტო ბარათების მეშვებით სახსრების განაღდებასა და საზღვარგარეთ ფულის გაგზავნას მოიცავს. კითხვაზე, თუ რატომ ფლობდნენ კრიპტოვალუტებს, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ მათი ქცევა ცნობისმოყვარეობით იყო განპირობებული, 18%-ს უბრალოდ მოწონს ვაჭრობა, ხოლო 21% ფასების ზრდას ელოდება. ზოგადად, გამოკითხულთა 43% ფლობდა ბიტკოინს, რამაც ბიტკოინის დაწინაურება გამოიწვია სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში (რესპოდენტთა მხოლოდ 13% ფლობდა სხვა ნებისმიერ კრიპტოვალუტას).

გამოკითხულთა იმ 28%-მა, რომელიც არ ფლობს ციფრულ ვალუტას, განაცხადა რომ შეიძენდა კრიპტოვალუტას თუ მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებოდა, 12% შეიძენდა თუ მათ უსაფრთხოთ შენახვის შესახებ ექნებოდა ინფორმაცია, 11% იქონიებდა ციფრულ ვალუტას თუ მათი მეშვეობით შეიძენდა რეალურ საქონელსა და მომსახურებას და 7% შეიძენდა ციფრულ ვალუტას თუ მათზე ხელმისაწვდომობა გაცილებით ადვილი იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების კომპანია Kaspersky Lab-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (რომელიც 17 ივნისს გამოქვეყნდა), მსოფლიო მოსახლეობის 19%-მა შეისყიდა კრიპტოვალუტა. მათი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 81%-ს საერთოდ არ შეუძენია კრიპტოვალუტები, მაშინ როცა რესპოდენტების 10%-მა განაცხადა, რომ „მათთვის სრულიად გასაგებია თუ როგორ მუშაობენ კრიპტოსავალუტო ბაზრები.“ ამასთან ერთად, მაისში, დუბაიში დაფუძნებულმა ფინანსურმა საკონსულტაციო ფირმამ deVere Group-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, მაღალ-შემოსავლიანი მსოფლიო მოსახლეობის 68%-ს უკვე ჩადებული აქვს ან გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას კრიპტოვალუტებში 2022 წლისათვის.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/survey-27-of-uk-residents-want-to-see-crypto-in-more-real-world-applications

© 2020 MyCoins.ge all rights reserved