2022 წლის ზაფხულის ბოლოსთვის კოლორადო დაიწყებს კრიპტო ვალუტის მეშვეობით გადასახადების გადახდის მიღებას.
“კოლორადო ზაფხულის ბოლოს დაიწყებს კრიპტო ვალუტების მიღებას გადასახადების და სხვა მუნიციპალური გადასახადებისათვის”, – ამის შესახებ განაცხადა შტატის გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა.
“მომხმარებლების კომფორტისათვის, ჩვენ გვსურს მივიღოთ კრიპტო ვალუტით გადახდები, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ საკრედიტო ბარათებით“, – განაცხადა პოლისმა.
მან ასევე დასძინა, რომ კოლორადო ამჟამად ეძებს კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ კრიპტო ტრანზაქციებს.