კორეული კრიპტოსავალუტო კომპანიის UPbit – ის აღმასრულებლები თაღლითობაში დაადანაშაულეს

Home » სიახლეები » კორეული კრიპტოსავალუტო კომპანიის UPbit – ის აღმასრულებლები თაღლითობაში დაადანაშაულეს
24/12/2018
კორეული კრიპტოსავალუტო კომპანიის UPbit – ის აღმასრულებლები თაღლითობაში დაადანაშაულეს

სამხრეთ კორეის ერთ – ერთი უმსხვილესი კრიპტოსავალუტო კომპანიის UPbit – ის აღმასრულებელ დირექტორებს ქვეყნის პროკურორებმა ბრალი წაუყენეს. პარასკევს, 21 დეკემბერს Coindesk Korea – ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სეულის სამხრეთ რაიონის პროკურატურამ სამ მაღალჩინოსანს, მათ შორის დამაარსებელს სონგ ჩი ჰიუნგს, თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენა. აღმასრულებლებმა გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კაპიტალიზაციის მაჩვენებლების გასაზრდელად, დიდი ოდენობით ყალბი ტრანზაქციები განახორციელეს (ფალსიფიცირებული კორპორატიული ანგარიშის გამოყენებით), რომელთა საერთო მოცულობა 254 ტრილიონ ვონს (ანუ 226.2 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს) გაუტოლდა. ამავდროულად, მათ ბრალი ედებათ 11,500 ბიტკოინის მიყიდვაში მომხმარებლებისათვის გაყალბებული ტრანზაქციების მეშვეობით (რაც დაახლოებით 133.8 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტს წარმოადგენს). თუმცა, UPbit – მა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა კორპორატიული ანგარიშის ლიკვიდურობისა და კრიპტოსავალუტო ბაზრის სტაბლურობის შესანარჩუნებლად ბაზრის გახსნისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კრიპტოსავალუტო ბაზრის ინტერესებს ემსახურებოდა. კრიპტოსავალუტო ბაზრის გახსნა კი ემთხვევა 2017 წლის 24 სექტემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე არსებულ პერიოდს. მათ ასევე დასძინეს, რომ კომპანიის კორპორატიულ ანგარიშს არ აქვს თანხის ანგარიშიდან მოხსნის ფუნქცია.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პროცესიდან ფირმის წარმომადგენლებს სარგებელი არ მიუღიათ, რადგან განხორციელებული ტრანზაქციები მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგულ სვლას წარმოადგენდა. UPbit – ის მტკიცებით, მათ გავლენა არ მოუხდენიათ ბაზარზე, რადგან განხორციელებული ტრანზაქციები ბაზრის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა გასული წლიდან მოყოლებული  მზარდი სიხშირით მიმართავს კრიპტოსავალუტო ქმედებების საწინააღმდეგო აქტივობებს. 2017 წლის იანვარში, საგადასახადო უწყების პოლიციამ ორ კრიპტოსავალუტო კომპანიაში რეიდი მოაწყო გადასახადების თავიდან არიდების მუხლით. ასევე, 2017 წლის მარტში, ქვეყნის მთავრობამ შეაჩერა სამი უსახელო (უცნობი) კრიპტოსავალუტო კომპანია, რადგან ცნობილი გახდა, რომ მათი თანამშრომლები მომხმარებელთა ანგარიშებიდან სახსრებს ითვისებდნენ.[1]

[1] წყარო: https://www.coindesk.com/executives-at-korean-crypto-exchange-upbit-indicted-for-fraud

 

© 2018 MyCoins.ge all rights reserved