ახლახანს, კოკა-კოლამ კრიპტო გადახდების მიმწოდებელ კომპანია Centrapay-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მომხმარებლებს ვენდინგ აპარატებთან კოკა-კოლისთვის კრიპტოთი გადახდა შეეძლებათ.
კრიპტომოყვარულები თავიანთი კრიპტო საფულით 2,000-ზე მეტ ვენდინგ აპარატთან, რომლებიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია განლაგებული, QR code-ით გადაიხდიან.
აღსანიშნავია, რომ Centrapay-ის ფასეულობების გაცვლის განსაკუთრებული ხედვა აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გლობალური ფულის მიწოდება სწრაფად ვითარდება და მისი გაცვლის გზა, სავარაუდოდ, მკვეთრად შეიცვლება მომდევნო ათი წლის განმავლობაში. Centrapay-ს საქმიანობა ეძღვნება ციფრული აქტივების შექმნას, განაწილებას და გადახდებს, მთავარი მიზანი კი ამ პროცესში შუამავლების ჩანაცვლებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მსხვილი ბრენდები უფრო გააქტიურდნენ კრიპტოვალუტებით გადახდების მიღების კუთხით. მაგალითად, თუ სტარტაპი Square-ი ამ მიმართულებით ,,early adopter”-ად შეიძლება ჩაითვალოს, Paypal-მა კრიპტოვალუტების მიმართულებით გეგმები ახლახანს დააანონსა.
საინტერესოა, რომელი ბრენდი იქნება შემდეგი?