კრიპტოენთუზიასტებმა ჯ.კ. როულინგს ბიტკოინი განუმარტეს

Home » სიახლეები » კრიპტოენთუზიასტებმა ჯ.კ. როულინგს ბიტკოინი განუმარტეს
19/05/2020
კრიპტოენთუზიასტებმა ჯ.კ. როულინგს ბიტკოინი განუმარტეს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ბესთსელერების სერიის, ,,ჰარი პოტერის”, ავტორმა ჯ.კ როულინგმა თვითერზე ბიტკოინის შესახებ უწყინარი შეკითხვა დასვა. სამყაროს ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტაზე მისი არაინფორმირებულობა კრიპტოსაზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ავტორის შეკითხვას მალევე გამოხმაურების უდიდესი ტალღა მოჰყვა.

ჯ.კ. როულინგის გამომხმაურებლებს შორის კრიპტოვალუტა ეთერიუმის დამფუძნებელი, Vitalik Buterin-იც იყო, რომელმაც მისთვის ბიტკოინის ბუნება ასე განმარტა: ,,ადამიანებისთვის ის საინტერესოა, რადგან ამ ქსელს არც ერთი ცენტრალური ინსტიტუტი არ აკონტროლებს. არ არსებობს ადამიანების ისეთი ჯგუფი, ვისაც შეუძლია პოლიტიკური მოტივებით შეცვალოს ციფრული ვალუტის წესები.

არც ილონ მასკს დარჩენია უყურადღებოდ საჯარო განხილვა და კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიკური განწყობის გამოვლენის შანსი ხელიდან არ გაუშვა. მისი თქმით, ყველაფერი შედარებითია და ბიტკოინს ასეთ მიმზიდველს მხოლოდ ცენტრალური ბანკების პოლიტიკა ქმნის, რაშიც მათ მიერ ფულის მასობრივი ბეჭდვა იგულისხმა.

რეალურად, ეს კომენტარი იმ სიტუაციის გამოხატულებაა, რომელიც საინვესტიციო წრეებში და კრიპტო მედიაში ვითარდება. მათზე დაყრდნობით, ბიტკოინი უფრო ფასეული ხდება იმის გამო, რომ ცენტრალური ბანკები და მთავრობები ტრილიონობით დოლარს ბეჭდავენ COVID-19-ის ეკონომიკური გავლენის საპასუხოდ.

მართალია ეს თვითი დიდი განხილვის საგანი გახდა, თუმცა, როგორც ჩანს, ავტორმა თავის მიზანს მიაღწია და ახლა უკვე სრულ ინფორმაციას ფლობს ციფრულ ვალუტაზე. 😁

© 2018 MyCoins.ge all rights reserved