კრიპტოვალუტების ფასში ბოლო 24 საათში 8%-მდე ზრდა დაფიქსირდა, რაც ბიტკოინისთვის $8,200-იან ნიშნულს გულისხმობს

Home » სიახლეები » კრიპტოვალუტების ფასში ბოლო 24 საათში 8%-მდე ზრდა დაფიქსირდა, რაც ბიტკოინისთვის $8,200-იან ნიშნულს გულისხმობს
21/10/2019
კრიპტოვალუტების ფასში ბოლო 24 საათში 8%-მდე ზრდა დაფიქსირდა, რაც ბიტკოინისთვის $8,200-იან ნიშნულს გულისხმობს

კვირას, 20 ოქტომბერს, კრიპტოსავალუტო ბაზარზე ფასების ზრდა დაფიქსირდა, ბიტკოინმა იბრძოლა და შეძლო $8,200-იან ნიშნულს დაბრუნებოდა.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასი ბოლო პერიოდში $8,000-ზე დაბლა მერყეობდა. მისი ფასი კვირა დღის დასაწყისში $7,950 იყო, ბოლო რამდენიმე საათი კი ღირებულებამ $8,216-ს მიაღწია, რაც 24 საათის განმავლობაში 3.73%-იან ზრდას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის სრულმა რაოდენობამ 2 დღის წინ განხორციელებული მაინინგის შედეგად 18 მილიონი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ კრიპტოსამყაროში მხოლოდ 3 მილიონი ბიტკოინის მაინინგის შესაძლებლობა დარჩა. (მისმა შემქმნელმა სატოში ნაკამოტომ დაადგინა ე.წ. მონეტარული პოლიტიკა, რომლის თანახმადაც შესაძლებელია მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინის წარმოება) ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა კრიპტო სკეპტიკოსის, Peter Schiff-ისთის, ბიტკოინის მომავლისთვის უიმედო ეწოდებინა, მისი სიკვდილ/სიცოცხლის საკითხი კი მხოლოდ დროისთვის მიენდო. Peter Schiff განცხადებით, დროთა განმავლობაში ბიტკოინის ფასი $4000-მდე ან უფრო დაბლა დაეცემა.

რაც შეეხება ალტკოინების ფასებს, ეთერიუმი ამ ეტაპისთვის $174.80-იან ნიშნულზეა, რაც მისი ფასის 2.26%-იან ზრდას ნიშნავს.

ბაზრის კაპიტალიზაციით მესამე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასიც 0.82%-იან ზრდას განიცდის და დღეს ერთი რიპლის ყიდვა $0.293-ად შეგიძლია.

ასევე, მწვანე ზონაში არიან მაიქოინსზე არსებული სხვა მოთხოვნადი კრიპტოვალუტები: ლაითკოინი, ბიტკოინ ქეში, ეოსი და დეში. მათი ფასები ბოლო 24 საათში 8%-მდე გაიზარდა.

როგორ ფიქრობ, განაგრძობს კრიპტოვალუტების ფასები ზრდას? ეწვიე MyCoins.ge-ს და უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღე სტრატეგიული გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვის ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

წყარო: https://myc.ge/35OBBop

© 2018 MyCoins.ge all rights reserved