კრიპტომოყვარულთა რიცხვი 200 მილიონს მიაღწევს – Deutsche Bank ახალ რეპორტს აქვეყნებს

Home » სიახლეები » კრიპტომოყვარულთა რიცხვი 200 მილიონს მიაღწევს – Deutsche Bank ახალ რეპორტს აქვეყნებს
06/02/2020
კრიპტომოყვარულთა რიცხვი 200 მილიონს მიაღწევს – Deutsche Bank ახალ რეპორტს აქვეყნებს

2017 წლიდან, ბიტკოინის ფასის მასშტაბური ზრდის შემდეგ, კრიპტომოყვარულების რიგებს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. Deutsche Bank-ის მიერ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული რეპორტის მიხედვით, კრიპტო საფულის მფლობელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება და 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 200 მილიონს მიაღწევს.

რეპორტმა მალევე მიიპყრო ინდუსტრიის ანალიტიკოსებისა და ინვესტორების ყურადღება. ერთ-ერთი ინვესტორის აზრით, კრიპტოვალუტების სამყარო ბევრად სწრაფად იზრდება და ამ რიცხვს ბევრად მალე, 5 წელშიც მიაღწევს.

რეპორტის მიხედვით, ამჟამად კრიპტო საფულის 50 მილიონი უნიკალური მისამართი არსებობს და ზრდის ტრენდი, ინტერნეტის მომხმარებლების ტრენდს მიჰყვება.

ამავდროულად, რეპორტში ნათქვამია, რომ ამ პროცესში ჩინეთის და ისეთი ტოპ კომპანიების ჩარევა, როგორიცაა Apple, Alibaba და Amazon, კატალიზატორის როლს ითამაშებს.

კომენტარის სახით კი ხაზგასმულია ისიც, რომ ადამიანების ცხოვრებაში კრიპტოვალუტების როლის ზრდა დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად მოიპოვებს კრიპტოინდუსტრია შესაბამისი რეგულატორების კეთილგანწყობას.

შენც გსურს 200 მილიონი კრიპტომოყვარულის რიგებში იყო? გახსენი შენი კრიპტო ანგარიში დღესვე.

წყარო: http://bit.ly/2Ut3Fu8

© 2018 MyCoins.ge all rights reserved