ზრდის ტენდენცია და ბიტკოინ ქეშის მნიშვნელოვანი დაწინაურება – კრიპტოსავალუტო ბაზრის სიახლეები (16/04/2018 – 22/04/2018)

Home » ბიტკოინ ქეში » ზრდის ტენდენცია და ბიტკოინ ქეშის მნიშვნელოვანი დაწინაურება – კრიპტოსავალუტო ბაზრის სიახლეები (16/04/2018 – 22/04/2018)
23/04/2018
ზრდის ტენდენცია და ბიტკოინ ქეშის მნიშვნელოვანი დაწინაურება – კრიპტოსავალუტო ბაზრის სიახლეები (16/04/2018 – 22/04/2018)

ბიტკოინ ქეშის დაწინაურება
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა
გასული კვირის განმავლობაში კრიპტოსავალუტო ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნებოდა. ვალუტების უმეტესობამ ფასების შესამჩნევი ზრდა დააფიქსირა, რაც წინა კვირის აღმავალი ტრენდის პოზიტიურ სვლას განაგრძობს. ფასებისა და კაპიტალიზაციის ზრდის ტემპების მიხედვით, ყველაზე საგრძნობი მაჩვენებლები ბიტკოინ ქეშმა დააფიქსირა. მისი ფასი ერთი კვირის ჭრილში დაახლოებით 60 % – ით, ხოლო კაპიტალიზაცია 58 % – ით გაიზარდა.
მოვაჭრეთა უმეტესობისა და ბიტკოინ ქეშის სამომავლო პეტენციალის მომხრეთა აზრით, მიმდინარე წელს დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა და თავად აღნიშნული ვალუტის სავაჭრო ქსელი, სამომავლოდ ბევრ ინოვაციურ ცვლილებებს გვათვაზობს, რაც საბოლოოდ მას ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრიპტოსავალუტო ბაზრის ექსპერტები გამოყოფენ 5 ძირითად ფაქტორს ბიტკოინ ქეშის მიმდინარე და სამომავლო პოზიციების გამყარების ასახსნელად[1]:

  • ინფრასტრუქტურა და ტექნიკური მხარდაჭერა
  • კრიპტოვალუტის მომხრეების დიდი რაოდენობა
  • ტრანზაქციის დაბალი გადასახადები
  • შედარებით მეტი ფუნქციები
  • ბიტკოინის ერთ – ერთი უახლოესი ჩამნაცვლებელი

თუმცა, აღსანიშნავია ისიც რომ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მხოლოდ ბიტკოინ ქეშს არ მიემართება. აღნიშნულ დარგში ნებისმიერი ფორმის ტექნოლოგიურ წინსვლას ან ინოვაციურ ძვრას, გადადინების ეფექტი ახასიათებს, რაც კრიპტოვალუტებით მოვაჭრეთა აზრით, ერთიანი სურათის გაუმჯობესებასა და გრძელვადიან პერიოდში ვალუტების უმეტესობაზე ფასების ზრდას იწვევს.
ძირითადი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
რაც შეეხება კვირის მიმოხილვას, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (16/04/2018 – 22/04/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო კვირის განმავლობაში (16/04/2018 – 22/04/2018) ბიტკოინმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ მისმა ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და 9,000 $ – იანი ნიშნულისკენ დაიწყო სწრაფვა. კვირის დასაწყისიდან ფასმა 8,059 $ – დან ჯერ 8,500 $ – ს და შემდეგ 8,900 $ – იან ნიშნულსაც ასცდა. ბოლო კვირის ჭრილში ყველაზე დაბალი მაჩვენებლიდან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და 22 აპრილის მონაცემებით დაახლოებით 8,917 $ – ს გაუტოლდა.
Bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭილში მინიმალური მონაცემიდან მაქსიმალურ ფასამდე ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 13 %-ით გაიზარდა, ხოლო კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით ზრდა დაახლოებით 10 % – ს გაუტოლდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 141.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 151.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ფასის ზრდის მსგავს ტენდენციას წარმოადგენს და შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების მატებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 151.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 12 % – ს უტოლდება.
 
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეში – ს შემთხვევაში, ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, ერთი ერთეულის ფასი 766.47 $ – სა და 1,232.53 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მატება საგრძნობლად მაღალია, რაც მისი ბრუნვის ზრდისა და კაპიტალიზიაციის მაღალი მჩვენებლის ანარეკლს წარმოადგენს. ამავდროულად, ყველაზე მინიმალური მაჩენებლიდან 22 აპრილამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,232.53 $ – ს უტოლდება.
bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 61 % -ს შეადგენს.
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობა ბაზარზე 13.34 მილიარდი აშშ დოლარიდან 21.06 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 18 აპრილს დაფიქსირდა 12.95 მილიარდ დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 21.06 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტული განსხვავება დაახლოებით 58 % – ს მიაუახლოვდა.
ეთერიუმი / Ethereum
ბოლო პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 502.89 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 22 აპრილს დაფიქსირდა და დაახლოებით 637.5 $ შეადგინა. ეთერიუმის ფასის ვარიაცია შედარებით სტაბილურია და არ შეინიშნება მნიშვნელოვანი რყევები. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმანდე ფასი დაახლოებით 27 % – ით გაიზარდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 63.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია სხვა კროპტოვალუტებისაგან განსხვავებით, შედარებით სტაბილურად მერყეობს. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 27 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ზოგადად, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.66 $ – სა და 0.88 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი 16 აპრილს, ხოლო მაღალი 22 აპრილს დაფიქსირდა 0.88 $ -იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, 22 აპრილამდე რიპლის ფასი 33 % – ით გაიზარდა, რაც ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავებასაც ასახავს.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
მიუხედავად დაბალი ფასისა, ვაჭრობის მხრივ, რიპლის კაპიტალიზაციის მოცულობა საგრძნობლად მაღალია. გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 36.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 41 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ზრდა დაიწყო, კვირის შუა პერიოდში ფასები გაიზარდა და ბოლოსკენ უმნიშნელო კლება დაიწყო. კვირის ბოლოს ფასი 149.45 $ – ს გაუტოლდა. მინიმალური მაჩენებელი 128.34 $ – ზე დაფიქსირდა და კვირის ბოლომდე ფასმა საშუალო ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ 16 % შეადგინა, რაც ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შრის განსხვავებასც ასახავს.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია მცირედით განსხვავდება და ფასების ტენდენციას ნაწილობრივ იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა მატულობს, თუმცა კვირის ბოლოს უმნიშვნელოდ მცირდება. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 7.2 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 21 % – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოსკენ 21 აპრილს დაფიქსირდა 7.4 მილიარდ აშშ დოლარზე.
დეში / Dash
ამ კვირის ჭრილში, დეშის ფასს რიპლისა და ეთერიუმის მსგავი ტენდენცია ახასიათებს. კვირის დასაწყისში ფასი იწყებს უმნიშვნელო კლებას და კვირის ბოლოს შედარებით მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც დეშის შემთხვევაში 468.53 აშშ დოლარია. მაქსიმალური მაჩვენებელი 22 აპრილს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 16 აპრილს 363.58 $ – ს გაუტოლდა და შესაბამისად კვირის დასაწყისიდან 22 აპრილამდე ფასი 29 % – ით გაიზარდა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის ბოლოს 3.76 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 18 აპრილს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 29 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის პროცუენტული მაჩენებლები კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 16 აპრილს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 58 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 21 %) და რიპლი (დაახლოებით 11%) ინაწილებენ.
kp wilebi 16 4 18

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (16/04/2018)
კვირის ბოლომდე, ბიტკოინისგან განსხვავებით კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით სხვა კრიპტოვალუტების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და პროცენტული წილების გადანაწილება მცირედით შეიცვალა. 22 აპრილის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს თუმცა შემცირებული წილით – რაც 54 % – ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების კვალდაკვალ ეთერიუმის წილი 22 % მდე ხოლო რიპლის კი 12 % მდე გაიზარდა. ამავდროულად, ბიტკოინ ქეშის გააქტიურებიდან გამომდინარე, მისი წილი კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე ჯამურ კაპიტალიზაციაში 5 % დან 7 % მდე გაიზარდა.

kp wilebi 22 4 18
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (22/04/2018)
საინვესტიციო გარემო
რაც შეეხება ფასების ზრდის ამხსნელ ფაქტორებს, კომპანიამ რომელიც Ethereum Capital – ის სახელით არის ცნობილი, კანადის საფონდო ბირჟაზე დაიწყო აქციებით ვაჭრობა. როგორც ცნობილია, კომპანია „სტარტაპებისა“ და „დეველოპერული“ პროექტების განვითარებაში აპირებს კაპიტალის დაბანდებას, რაც კრიპტოსავალუტო ბაზარს (უფრო მეტად ეთერიუმს) ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნოლოგიების დახვეწაში დაეხმარება.
ამავდროულად, გრძელვადიან პერიოდში ისინი აქციების ბაზარზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობის იდეის განვითარებას გეგმავენ, და მათი აზრით, აღნიშნული კომპანიის კანადის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირება, იდეის რეალობაში განხორციელებისათვის გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.[2] კომპანიის მიერ წამოწყებული საქმიანობა და მათ მიერ განსახორციელებელი ცვლილებები, საბოლოოდ პოზიტიურ განწყობას ქმნიან ბაზარზე მოთამაშე აგენტებს შორის, რაც სავარაუდოდ გაზრდის ელექტრონულ ვალუტაზე მოთხოვნას, და შესაბამისად გაიზრდება კრიპტოვალუტების ფასები და ბრუნვის მოცულობა.
[1] https://news.bitcoin.com/five-reasons-why-bitcoin-cash-is-about-to-win-big/
[2] https://www.coindesk.com/ethereum-investment-vehicle-begins-trading-on-canadian-stock-exchange/

© 2018 MyCoins.ge all rights reserved